ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი9°C
  • გორი7°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ6 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ11:12
ზაზა შათირიშვილი

განცხადება · 151 ნახვა

„2008 წელს, რუსეთს არაფერი დაკლებია, მაშინ ჯერ კიდევ საჭირო იყო ამ სახელმწიფოსთვის „ნორმალური“ სახის შენარჩუნება, დღეს კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ – რუსეთი ცივილიზებული საზოგადოებისგან ფაქტობრივად სრულადაა მოკვეთილი“

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ საგულისხმო საკითხზე გაამახვილა ყურადღება და საზოგადოების მსჯელობის საგნად აქცია კითხვა, რომელიც, თავადაც პრემიერ-მინისტრმაც შესანიშნავად იცის, რომ რიტორიკულია, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.

მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების დამოკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა, რუსეთს როგორც აშშ-მა, ისე ევროპამ „გაუპრავა.“

„ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ 2008 წლის, ანუ იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, 2009 წლის 6 მარტს, ჟენევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა – ჰილარი კლინტომა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – სერგეი ლავროვმა გადატვირთვის წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი, რითაც მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზად იყვნენ.

თავად განსაჯეთ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევით, აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“, რაც, როგორც მოგვიანებით თავად ევროპელები აღნიშნავდნენ, უდიდესი შეცდომა იყო.

მარტივად რომ ვთქვათ, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიუხედავად, საერთო ჯამში, რუსეთს ფაქტობრივად არაფერი დაკლებია, დაკლებია კი არა, პროცესები ისე განვითარდა, ეს ყველაფერი ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქნა მიჩნეული,“ – წერს შათირიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ვითარება სრულიად შეიცვალა და რუსეთი ცივილიზებული საზოგადოებისგან ფაქტობრივად სრულად მოკვეთილია, რასაც ლოგიკური ახსნა აქვს და ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ერთი დიდი ფრაგმენტია.

„ამიტომაც, აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას რუსეთისთვის სულ სხვა პარტია ჰქონდა გამზადებული, ანუ მაშინ ჯერ კიდევ საჭირო იყო ამ სახელმწიფოსთვის „ნორმალური“ სახის შენარჩუნება.

დღეს კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ – რუსეთი ცივილიზებული საზოგადოებისგან ფაქტობრივად სრულადაა მოკვეთილი.

ბუნებრივია, ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს და იმ საერთო გეგმის ერთი დიდი ფრაგმენტია, რის განხორციელებასაც ოლიგარქიული ოჯახების ამოსავალი წერტილია,“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

ზაზა შათირიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაზა შათირიშვილი„თუკი ვინმე გაბედავს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან“
  2. ზაზა შათირიშვილი„ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს“
  3. ზაზა შათირიშვილი„ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“
  4. ზაზა შათირიშვილი„“დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან“