განცხადება · 150 ნახვა
„არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? – ეს კითხვა კი არა, საკუთარი ქვეყნისთვის ხაფანგის დაგების უსინდისო მცდელობაა. ირაკლი კობახიძე ძალიან გამოცდილი ორატორია და ამ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა. სწორედ აქ ჩანს განსხვავება პოლიტიკოსსა და უსამშობლო პროვოკატორს შორის, პირველი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, მეორე კი მტრულ ჰედლაინზე“
სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლის საკითხების ერთი სიტყვით მტერია ან არ არის მტერი დაყვანა მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხდება: ხელისუფლების წარმომადგენლისგან ისეთი ფრაზის ამოგლეჯა, რომელსაც შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში, ოპოზიციური მედიის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის დასმული კითხვის შესახებ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? – ეს კითხვა კი არა, საკუთარი ქვეყნისთვის ხაფანგის დაგების უსინდისო მცდელობაა. როდესაც ჟურნალისტი პასუხს წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოში აქცევს და შემდეგ ამ პასუხისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნას ცდილობს, ეს ჟურნალისტიკა არ არის. სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლის საკითხების ერთი სიტყვით მტერია ან არ არის მტერი დაყვანა მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხდება: ხელისუფლების წარმომადგენლისგან ისეთი ფრაზის ამოგლეჯა, რომელსაც შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. ირაკლი კობახიძე ძალიან გამოცდილი ორატორია და ამ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა. და სწორედ აქ ჩანს განსხვავება პოლიტიკოსსა და უსამშობლო პროვოკატორს შორის, პირველი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, მეორე კი მტრულ ჰედლაინზე. საქართველოს არ სჭირდება ომისკენ მიმანიშნებელი რიტორიკა და არც რუსეთის მიმართ რაიმე სახის რომანტიზება. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საბედნიეროდ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილებებს არა უნამუსო მედიასაშუალებების დღის წესრიგით, არამედ ქვეყნის ინტერესებით იღებს.“ – წერს მეტრეველი.
ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
- ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
- ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“
