ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი1°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი2°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი2°C
  • გორი0°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ10 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ13:14
გია ვოლსკი

განცხადება · 134 ნახვა

„გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, რომელმაც არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები [გარეჯის], როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომ გარეჯის სადავო ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს.

ვოლსკიმ აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

მისი განმარტებით, რუკები საქართველოში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა, ხოლო ამ პროცესში მთავარი როლი ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა.

„ალიანსიდან უკვე საკმაოდ ბინძური ბრალდებები გვესმის. „პატრიოტთა ალიანსი“, „ასავალ-დასავალი“ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს შემოახტდნენ ზურგზე და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს.
ეს რუკები დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პატრიოტული როლი კიდევ ერთხელ შეასრულა თავის ქვეყნის წინაშე, რაც არაერთხელ გაუკეთებია და მადლობაც გადაუხადა და ჩვენც მადლობა უნდა გადავუხადოთ დავით ხიდაშელს, რომ საკუთარ სამშობლოში ჩამოიტანა ეს რუკები, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ დაშვებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული წინა ხელისუფლების მიერ. აბსოლუტურად არაფერ შუაშია ირაკლი ღარიბაშვილი. რომ ყოფილიყო ამასაც არავინ დამალავდა. პოზიტიურიც ბევრი აქვს გაკეთებული და არასდროს დაგვიმალავს, უბრალოდ, დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულის გადაფარვის თვალსაზრისით, ასეთ ალიანსში, ასეთი ფორმით დაპირისპირება საკუთარ სახელმწიფოსთან არათუ მისაღები, არამედ უსინდისობაა. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი. ან ასეთი ტყუილის მძევლად ჩამოყალიბება ირაკლი ღარიბაშვილის, ესეც ძალიან მტკივნეული თემაა.
ეს რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, მადლობა ერთსაც და მეორესაც და თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს. რასაკვირველია პრემიერი ირაკლი კობახიძე თავის კომპეტენციის ფარგლებში იყო ჩართული ამ საკითხებში და როგორც აღნიშნა მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებების პროცესები საკმაოდ რთულ ვითარებაში, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ რედაქციას, ჟურნალისტს, პოლიტიკურ ჯგუფს რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე.“-განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გია ვოლსკი„ელენე ხოშტარიას თუ მისი იდეის გამზიარებელ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, საქართველოში ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელსაც მხარს კონკრეტული ქვეყნების ჯგუფი უჭერს“
  2. გია ვოლსკი„ვიღაცამ თავი მეფედ გამოაცხადა, ვიღაცამ პრეზიდენტად, ვიღაცამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სახელმწიფოში“
  3. გია ვოლსკი„რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“