პოლიტიკა

გია ვოლსკი- ვიღაცამ თავი მეფედ გამოაცხადა, ვიღაცამ პრეზიდენტად, ვიღაცამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სახელმწიფოში

ხალხი დაირაზმა და ვიღაცამ თავი მეფედ გამოაცხადა, ვიღაცამ პრეზიდენტად, ვიღაცამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სახელმწიფოში, ეს ამერიკაში მოხდა. როცა ხდება გარკვეული ძალების კონცენტრაცია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არალეგიტიმურად გამოაცხადონ, კონსპირაციული გეგმები ამუშაონ და ამ გეგმის განხორციელებისთვის ხდება გარედან თანხების ჩადება, ამაზე რეაგირებაა საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გამოეხმაურა საკითხს, აკრძალული უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო ორგანოების არაკონსტიტუციურად ცნობა.

„მსოფლიოში ურთულესი სიტუაციაა შექმნილი და არავინ იცის, ეს პროცესები როგორ განვითარდება. ვხედავთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ცვლილების სრულ წინაპირობებსაც, რაც ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას ითვალისწინებს. ამ ფონზე უზარმაზარი ძალისხმევაა იმისკენაც, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდეს, რადგან ასობით მილიარდია დახარჯული. ამის რევიზია ბევრს არ აწყობს, მათ შორის საკმაოდ გავლენიან ძალებს. საქართველოში კონკრეტული ადამიანების ძალისხმევა დესტაბილიზაციისკენ როცა არის მიმართული, რასაკვირველია, კანონით უნდა იმოქმედო და ამას წესი დაუპირისპირო.

არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება, თავი მეფედ გამოაცხადონ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც არსებულ პროცესებს საქართველოს საწინააღმდეგოდ იყენებენ. არ შეიძლება, ადამიანი პრეზიდენტის დროშით დადიოდეს და ამ დროს პრეზიდენტად არავინ ცნობდეს, მათ შორის არც მისი მხარდამჭერი და არც მოწინააღმდეგე. ამას თუ მოსდევს პროცესი, რაც ქვეყნის სტაბილურობას უპირისპირდება, აქ კანონმა უნდა იმოქმედოს. გედი ფოფხაძეც ამბობს, შევიჭრათ, ჩამოვანგრიოთ და დავიჭიროთო, მაგრამ მას პასუხს არავინ სთხოვს, რადგან არ განუხორციელებია კონკრეტული ქმედებები, რომ საქართველო მართლა დააზიანოს. არიან ადამიანები, რომლებიც სხვებს სიკვდილს უსურვებენ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობის საკითხი არ არის. ევროპაში კი პასუხისმგებლობის საკითხია და ისჯება. საქართველოში ასე არ არის. ამ საკითხზე ვმსჯელობთ. ზოგი ფიქრობს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ან გამომძიებელს უნდა გასცენ პასუხი, ან ფსიქიატრს. ზოგი ფიქრობს, ეს გამოხატვის თავისუფლებაა, სხვადასხვა აზრია, ამაზე კამათი გაგრძელდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.