ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური12°C
  • მესტია3°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ10 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ12:09
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე

განცხადება · 148 ნახვა

„აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ“

ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა?, – ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.

„ვხედავთ, რამდენად სჯერა საზოგადოებას მათი. შეცდომა დააშვებინეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს 2024 წლის არჩევნებზე, როცა მთელი ეს ბოროტების მანქანა ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ელჩიდან დაწყებული, ევროკავშირის ყველა დიდი ქვეყნის ელჩები, ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსები ჩართული იყვნენ ცრუ აღქმების გაღვივებაში, პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. არ დავივიწყოთ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია და მათ მიერ ჩაყრილი ფუნდამენტიც. ამ ყველაფერთან ერთად მაინც 60 მანდატი მოიპოვეს, მაინც ვერ დააჯერეს საზოგადოება და შემდეგ დავალებით ეს მანდატებიც დაატოვებინეს“, – განაცხადა კირცხალიამ.

კითხვაზე – დღეს რას წარმოადგენს ოპოზიცია? – კირცხალიამ ასე უპასუხა: “ვხედავთ აგენტები ერთმანეთს დაერივნენ ჩვენი საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე, შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად. მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ. არ არსებობს სხვადასხვა პარტია. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა“.

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე„ეს არის აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა“
  2. ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე„უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი, რადგან მოწყვლადი ქვეყანა ბევრად უფრო ადვილი სამართავია“
  3. ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე„ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ“
  4. ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე„საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააკეთა არჩევანი, ამას ვერ ინელებენ, გამოდიან და უტიფარ დავალებას უტიფრად ასრულებენ, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების, რომლებსაც იღებენ“