ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია0°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ამბავიპოლიტიკა157 ნახვა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სტატიის თანახმად, მილსადენი უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით ხუთშაბათს დილით მომხდარი თავდასხმებისთანავე გაითიშა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტების შედეგად არიან დაშავებულები, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ.

წყაროს ცნობით, თავდასხმის შემდეგ საგანგებო და ტექნიკურმა ჯგუფებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს, გაატარეს ზომები მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაიწყეს მისი მდგომარეობის შეფასება. სამუშაოები შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დადგენილი უსაფრთხოების პროცედურებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის მიხედვით განხორციელდა.

სამინისტროს განცხადებით, ვითარების განვითარებასთან ერთად, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.