ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ15 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:34
გიორგი სოსიაშვილი

განცხადება · 172 ნახვა

„მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისას, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო“

მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისას, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა რამდენიმე წელი და მათ სახელებს და გვარებს ვეღარავინ ვეღარ გაიხსენებს, მაგრამ ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის ფასად, თავიანთი ოფლის და თავიანთი შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა, განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სოსიაშვილი ოპოზიციას „ფსევდოლიბერალ ფაშისტებებად“ მოიხსენიებს და მათ მიერ ერეკლე მეფის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას „აღვირახსნილს“ უწოდებს, რომელთა მიზანსაც ისტორიის გაყალბება წარმოადგენს.

სოსიაშვილი სოციალურ ქსელში შეყუჟულ ადამიანებს მოუწოდებს, რომ უკეთ ჩაიხედონ საქართველოს ისტორიაში, მეტ უცხოურ წყაროს და ლიტერატურას გაეცნონ და ხელაღებით ერეკლე მეორეს ქილიკსა და ჩირქის ცხებას თავი დაანებონ.

„დღეს მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში შეყუჟული, ფსევდოლიბერალი ფაშისტების აღვირახსნილ კამპანიას ჩვენი ისტორიული წარსულის წინააღმდეგ. ამ ბოლო პერიოდში მათი კამპანია მიზნად ისახავს ჩვენი წინაპრების სახელის შებღალვას და განსაკუთრებული სამიზნე გახდა მათთვის ჩვენი გმირი მეფე ერეკლე.

სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიაში არაერთი მოღალატე გვახსოვს. გვახსოვს ღვთისმგმობელები, გვახსოვს მამულის გამსხვისებლები, გვახსოვს თავიანთი სამშობლოს დამსვენებლები. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ისტორია არის გმირების ისტორია.

რა ამოძრავებთ აი ამ ფსევდოლიბერალ-ფაშისტებს და რა არის მათი მთავარი მიზანი? მათი მიზანია ისტორიული საყრდენების მოშლა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის ესეთი გაძლიერება, ისტორიის გაყალბება და არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, „პატკანოვების და კატკოვის“ გზის გაგრძელება, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ისტორიას და ჩვენს გმირ წარსულს ებრძოდნენ და რა გასაკვირია, რომ აი ამ ბოლო პერიოდში მათ თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, რომ ჩვენს გმირ მეფეს, ერეკლე მეორეს გამოუცხადონ ბრძოლა — იმ მეფეს, რომელმაც უაღრესად რთულ სიტუაციაში, უაღრესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მაშინ არ იყო საუბარი ტურბულენტურ სიტუაციაზე, აქ იყო ჩვენი ხალხის ეგზისტენციალური ყოფნა-არყოფნის საკითხი — და აი, მან საკუთარი გონებით, საკუთარი გამჭრიახი პოლიტიკით და საკუთარი ხმლით მოახერხა საკუთარი სამშობლოს გადარჩენა. ასეთი გმირი მეფე გვყავდა და აი ამ გმირ მეფეს ესხმიან ეს ადამიანები თავს.

მე ამ ფსევდოლიბერალ-ფაშისტებს შევახსენებ, რომ გადახედონ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანულ პრესას. სხვათა შორის, ეს გამოცემები საქართველოში გიორგი კალანდიამ ჩამოიტანა, რომელმაც ძალიან ბევრი ცნობა აღმოაჩინა ერეკლე მეორის შესახებ, თუ რას წერდნენ დასავლეთ ევროპაში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში და როგორ აღიარებდნენ აი ამ გმირი მეფის მოღვაწეობას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის გადარჩენის საქმეში.

და მე ვურჩევდი მათ, რომ ვიდრე ერეკლე მეორეზე სიტყვა მოუტრიალდებათ და რაიმე ჩირქს მიცხებენ ჩვენს წარსულს, უმჯობესია ჩაიხედონ წიგნებში, გაეცნონ გამოცემებს და მერე აქილიკონ და მერე იღლიცინონ ისევ ჩვენს გმირ წინაპრებზე. სხვათა შორის, 1782 წელს მან წერილი გაუგზავნა ევროპელ ლიდერებს და ფულადი დახმარება ითხოვა იმისათვის, რომ თავისი ჯარი ევროპულ რიგზე მოეწყო, იმისათვის, რომ წვრთნისთვის თვალსაჩინო ყოფილიყო, მაგრამ მან ეს დახმარება, სამწუხაროა, რომ ვერ მიიღო და იძულებული გახდა ჩვენი გმირი მეფე, რომ აი ასე ქვეყნის გადარჩენის საქმეში ეს ნაბიჯები გადაედგა, მას სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა.

ამიტომაც, მე მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისას, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა რამდენიმე წელი და მათ სახელებს და გვარებს ვეღარავინ ვეღარ გაიხსენებს, მაგრამ ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის ფასად, თავიანთი ოფლის და თავიანთი შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო.“- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი სოსიაშვილი„ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო. აქამდე ვისთვის დაუშლიათ დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე“
  2. გიორგი სოსიაშვილი„დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე“
  3. გიორგი სოსიაშვილი„„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“
  4. გიორგი სოსიაშვილი„ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან რას – გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, “თინა ტაივანელის” განცხადებები“