ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ07:56
გიორგი სოსიაშვილი

განცხადება · 103 ნახვა

„ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო. აქამდე ვისთვის დაუშლიათ დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ყველა რეზოლუცია სიყალბით სავსე ფარატინა ქაღალდად არის ქცეული, ხოლო, ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს “გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი” ეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა, მათ ისტორიაშიც რთულად ჰქონიათ საქმე, ვინაიდან, არც აქამდე დაუშლიათ ვინმესთვის საარქივო ფონდებში არსებული მასალის კვლევა.

სოსიაშვილი აქვეყნებს მის მიერ 13 წლის წინ გამოცემულ საარქივო დოკუმენტების კრებულს, სადაც ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესიის აოხრებაზეა საუბარი, ასევე, საკუთარ პოსტს სამეცნიერო ჟუნრალების ბმულებს ურთავს, სადაც მასალა ინგლისურ ენაზეა განთავსებული.

“ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო…აქამდე ვის ჰქონდა ჩაგმანული არქივები, აქამდე ვისთვის დაუშლიათ საბჭოთა წარსულის შესახებ საარქივო ფონდებში არსებული დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე. არ გჯერათ ქალბატონო რასა? სხვა რა გჯერათ? სამყაროს დაქცევას აბრალებთ ქართველებს. გვემუქრებით, ყველა რეზოლუცია სიყალბით სავსე ფარატინა ქაღალდად აქციეთ. აგერ, თუ არ იყო წვდომა საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე. 13 წლის წინ 600 გვერდიანი საარქივო დოკუმენტების კრებული გამოვეცი, სადაც ბოლშევიკების მიერ ქართული სამოციქულო ეკლესიის აოხრებაზეა საუბარი. სიმართლე გითხრათ, ჩვენი დედა ეკლესია არც თქვენ გეხატებათ გულზე, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემაა. ისე გინდათ წარმოაჩინოთ, თითქოს საბჭოთა პერიოდზე საარქივო მასალები ცხრაკლიტულში გვაქვს და სამყაროს ვუმალავთ. არადა, ეს მასალები, წლებია, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ უცხოელ მკითხველსაც მიეწოდება მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების მეშვეობით. აგერ, ბატონო ლინკები, ინგლისურ ენაზეა, წაიკითხეთ, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ,” – წერს გიორგი სოსიაშვილი Facebook-ზე.

გიორგი სოსიაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი სოსიაშვილი„მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისას, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო“
  2. გიორგი სოსიაშვილი„დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე“
  3. გიორგი სოსიაშვილი„„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“
  4. გიორგი სოსიაშვილი„ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან რას – გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, “თინა ტაივანელის” განცხადებები“