ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი13°C
  • გორი11°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი19°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია7°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ21:23
გია აბაშიძე

განცხადება · 165 ნახვა

„ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნატა ფერაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, Facebook-ზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო, ბერლინში ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ეს ის ევროპაა, რომლის სუპერდემოკრატიაზე საქართველოში სხვებისთვის ასე თავდაჯერებით უკითხავენ ლექციებს „ორგროშიანი ნაცგობლინები და მათი პატრონები“.

მისივე თქმით, ამჯერად ლექციას „ნაცსექტანტი“ ევროზონაში მოისმენს გამოხატვის თავისუფლების ლიმიტებზე, თან ბევრად უფრო მკაცრად, ვიდრე საქართველოშია მიჩვეული.

„ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს. ბერლინში ჩასულმა კი მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს.
ფერაძის ინფორმაციით, Facebook-ზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო მის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. საქმეში უკვე ჩაერთო ადვოკატი.
და აი, აქ არის სიუჟეტის ნამდვილი მარგალიტი: საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი პოსტი „თავისუფლებისთვის ბრძოლად“ საღდება და ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯება, გერმანიაში კი იგივე Facebook-პოსტი შეიძლება სისხლის სამართლის საქმის სათავედ იქცეს.
ესეც „რუსულია“?
არა, ეს უბრალოდ ის ევროპაა, რომლის სუპერდემოკრატიაზე საქართველოში სხვებისთვის ასე თავდაჯერებით უკითხავენ ლექციებს ორგროშიანი ნაცგობლინები და მათი პატრონები. ოღონდ ამჯერად ლექციას ნაცსექტანტი ევროზონაში მოისმენს — გამოხატვის თავისუფლების ლიმიტებზე, თან ბევრად უფრო მკაცრად, ვიდრე საქართველოშია მიჩვეული.“ – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
  2. გია აბაშიძე„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
  3. გია აბაშიძე„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“
  4. გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“