ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ19 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:50
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 84 ნახვა

ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე

„გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა“

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნატა ფერაძეს დასჯიან თუ არა, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია, მთავარია ის, რომ გერმანიაში შეურაცხყოფისა და სიძულვილის შემცველი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება.
მისივე შეფასებით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი რეგულაცია, რომელიც სიძულვილის ენის აღკვეთისკენ არის მიმართული, სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს.

„მოკლედ, რა ხდება: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, (დადასტურების შემთხვევაში) ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა.
ეს არის აკაცუკის რეალური სახე, აკაცუკი იმაში, რასაც საქართველოში სიბნელედ და რეპრესიად წარმოაჩენს, დასავლეთში დემოკრატიის მანათობელ შუქურას ხედავს.
ნატა ფერაძეს დასჯიან თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია. აქ მთავარი ფაქტია: გერმანიაში შეურაცხყოფისა და სიძულვილის შემცველი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება!
აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი რეგულაცია, რომელიც სიძულვილის ენის აღკვეთისკენ არის მიმართული, სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს.“ – წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“
  2. დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“
  3. დავით ჩიხელიძე„ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!““
  4. დავით ჩიხელიძე„დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს“