ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი2°C
  • გორი6°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−9°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ09:07
გიორგი გველესიანი

განცხადება · 104 ნახვა

„ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ“

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „geoteam“-თან ინტერვიუში საუბრობს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე, სხვადასხვა ძალების მხრიდან, გარკვეული წნეხი ხორციელდებოდა, რათა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები დაედოთ.

გველესიანი იხსენებს, რომ მაშინ კითხვა დასვა თუ რა სარგებელს მოუტანს ეს ქვეყნის ეკონომიკას და დემოგრაფიულ მდგომარეობას, რის გამოც მისი თქმით იმავე ძალები მას თავს დაესხნენ.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები და მხარდამჭერი განცხადებები დაედოთ სოციალურ ქსელებში. პრაქტიკულად უმეტესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის ხელშეუვალი აქსიომა და მანტრა. მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ ბატონებო ამის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? გააზრებული გვაქვს ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა. რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა. დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს- არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ბუნებრივია ეს ჩვენს პოლიტიკაში. და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი“- განაცხადა გველესიანმა.

გიორგი გველესიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი გველესიანი„მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან“
  2. გიორგი გველესიანი„საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის – ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები, სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი“