ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი1°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი2°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი2°C
  • გორი0°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ამბავიუცხოური მედია126 ნახვა

აშშ-ში 5 000-ზე მეტი რეისი გადაიდო, 800-ზე მეტი კი გაუქმდა

აშშ-ში 5 000-ზე მეტი რეისი გადაიდო, 800-ზე მეტი კი გაუქმდა

აშშ-ში მასშტაბური ავიასაჰაერო შეფერხება მოხდა: 5 000-ზე მეტი რეისი გადაიდო, 800-ზე მეტი კი გაუქმდა. ABC News-ის ინფორმაციით, 21 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს აპარატურის მწყობრიდან გამოსვლამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი დააზარალა: ნიუარკსა და ფილადელფიაში გარკვეული დროით სრულად შეჩერდა ფრენების მიღება და გაფრენა, სერიოზული დაყოვნებები დაფიქსირდა ნიუ-იორკის ჯონ კენედის (JFK) და ლაგუარდიას აეროპორტებში, ასევე ბოსტონში, სადაც რეისების ნაწილი გადაამისამართეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფილადელფიაში კავშირგაბმულობის კაბელი გადაიწვა, ხოლო როდესაც დისპეტჩერებმა სარეზერვო სისტემაზე გადართვა სცადეს, აღმოჩნდა, რომ ნიუ-ჯერსიში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზიც დაზიანებული იყო. როგორც მოგვიანებით ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ განმარტა, ის შემთხვევით სამშენებლო ბრიგადამ გადაჭრა.

ერთი წარუმატებელი შეერთების გამო შეფერხებამ ჯაჭვური რეაქციით მთელი ქვეყანა მოიცვა, რის გამოც ავიაკომპანიებმა მგზავრების გაფრთხილება და განრიგის შეცვლა დაიწყეს.