ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი3°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−8°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:55
სოზარ სუბარი

განცხადება · 159 ნახვა

„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“

ვეტერანების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობების გზებზე პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ისაუბრა. მან შესაბამისი წინადადებით ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, მიმართა, სადაც 2027 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა გაიმართა.

სოზარ სუბარმა ვეტერანების დამსახურებაზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ის თანხა, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი სამარცხვინოა. რაც შეეხება შესაძლებლობებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გამორიცხვის მექანიზმი წარმოადგინა. კერძოდ განაცხადა, რომ შესაძლებელია შემუშავდეს გაცხრილვის მეთოდი, რის შემდეგაც თანხები შეიძლება გაეზარდოთ იმ ვეტერანებს, რომლებმაც რეალურად მიიღეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში და იცავდნენ სამშობლოს.

„კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ვეტერანების დახმარების შესახებ. ვეტერანები არიან ადამიანები, რომლებმაც ყოველ ჯერზე, როცა სამშობლოს დასჭირდა, სასწორზე დადეს ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს - საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ის, რომ ვეტერანის დახმარება მხოლოდ 100 ლარია, უბრალოდ სირცხვილია. დახმარების გაორმაგება - 200 ლარიც - ძალიან ცოტაა, მაგრამ მინიმუმ ტენდენციას მაინც ვაჩვენებდით, ვეტერანები არ არიან დავიწყებული და მათი ღვაწლი გვახსოვს და მათ თავდადებას ვაფასებთ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ თუნდაც გაორმაგება საკმარისია და ამით რომელიმე ვეტერანი კმაყოფილი დარჩება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ 200 ლარიც ძალიან ცოტაა. მეორე მხრივ, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ოფიციალურად აღრიცხული ვეტერანების რაოდენობა ბევრად აღეტება იმ რიცხვს, რამდენი ადამიანიც რეალურად იბრძოდა, შეგვიძლია ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. მაგალითად, დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ყველა რეზერვისტს, რომელიც თუნდაც ერთი საათით გაიწვიეს 2008 წლის ომის დროს. ისინი ვეტერანები არიან, თუმცა საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ და ჩვენ შეგვიძლია, ეს ადამიანები გამოვრიცხოთ დახმარების მიმღებთა სიიდან. ასევე შეგვიძლია, გამოვრიცხოთ ის ვეტერანები, რომლებიც ომის დროს ზურგის სამსახურში იყვნენ. მათი საქმიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ომში უშუალო მონაწილეობას არ იღებდნენ, შეიძლება ისინიც ამოვრიცხოთ დახმარების მიმღებთა სიიდან. ასევე, შეიძლება გაიცხრილონ ის ადამიანებიც, რომლებსაც შევარდნაძის მმართველობის დროს, შეეძლოთ, ორი-სამი ადამიანი წაეყვანათ სასამართლოში მოწმედ და გაეკეთებინათ საბუთი, თითქოს ვეტერანები იყვნენ, მაშინ როცა ომში ერთი დღეც არ ყოფილან.

გასაგებია, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ გაცხრილვა მაინც საჭიროა. თუ ამ გზით წავალთ, მაშინ იმ ვეტერანების დახმარება, რომლებიც ნამდვილად იბრძოდნენ და სამშობლოს ბრძოლის ველზე ემსახურებოდნენ, შეიძლება კი არ გაორმაგდეს, არამედ გახუთმაგდეს კიდეც,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ფასდაუდებელია ვეტერანების წვლილი, რაც მათ ქვეყნისთვის გაიღეს.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მანვე აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება საგადასახადო შეღავათების დაწესების კუთხითაც და ერთობლივი მუშაობით, შესაძლებელი იქნება, რომ მეტი სარგებელი მიიღონ ვეტერანებმა როგორც ფულადი, ასევე სხვა მიმართულებით.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
  2. სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
  3. სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“
  4. სოზარ სუბარი„მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია“