ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი3°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−8°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:46
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 113 ნახვა

„მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა“

ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა, რა დავკარგეთ რა ქვების გროვაო?- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მათ კონსტიტუციურ სარჩელშიც მითითებულია.

გორდულაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტის დანაშაულებრივი ქმედებებისა და ეფექტური კონტროლის არარსებობის გამო დროებითი ოკუპაციის საზღვრები კიდევ უფრო გაფართოვდა, ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა.

„მნიშვნელოვანია, რა განცხადება გააკეთა და როგორ პოზიციონირებდა მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს უწოდა ქვების გროვა, აი ის ქვების გროვა სადაც არ ხორციელდებოდა ოკუპანტის ეფექტური კონტროლი და დანაშაულებრივი ქმედებები და დროებით ოკუპაციის საზღვარი კიდევ უფრო გაფართოვდა აი ამ ყველაფერს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა უწოდა ქვების გროვა, რა დავკარგეთ რა ქვების გროვაო?“- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„როდესაც საოკუპაციო ძალა დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს მას საპროვოკაციო საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს შეჭრის ობიექტად და რომ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს საფრთხე რეალიზდებოდა“
  2. არჩილ გორდულაძე„გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს“
  3. არჩილ გორდულაძე„1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება. ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღემდე არ ემიჯნებიან რეზოლუციას და პირიქით, აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს“
  4. არჩილ გორდულაძე„განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის, რომ როდესაც მათ დროს დანაშაულები ხდებოდა, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართული იყო, დანაშაულები მიეჩქმალათ. ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის“