ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი3°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−8°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:49
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 145 ნახვა

რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე

„როდესაც საოკუპაციო ძალა დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს მას საპროვოკაციო საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს შეჭრის ობიექტად და რომ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს საფრთხე რეალიზდებოდა“

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ პერიოდზე და ოპოზიციის მოთხოვნებზე ისაუბრა. ამით მან მოსამართლის, ევა გოცირიძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მოხალისეთა ჩარტერული რეისით გაგზავნა და რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნებოდა.

„მთავარი მოთხოვნები იყო, რომ აქციებს მართავდნენ, რომელსაც უერთდებოდა თითოეული პარტიის წარმომადგენელი, მხარდაჭერას გამოთქვამდა და ახლაც იმავეს აკეთებენ. 2022 წელს მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე...აქციები იმართებოდა ორი მოთხოვნით: ერთი მოთხოვნა არის, რომ საქართველოს მთავრობას ნება დაერთო, ანუ, ჩარტერული რეისით, მისი თანხმობით, მოხალისეები, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი, ჩართულიყვნენ უშუალოდ კონფლიქტში როგორც მხარეები და როგორც მონაწილეები, ეს პირები გამგზავრებულიყვნენ უშუალოდ მთავრობის თანხმობით. მეორე, საქართველოს დაეწესებინა ფინანსური სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, თუ რა განცხადებები კეთდებოდა საზღვარგარეთ. ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ექსპლიციტურად ცალსახად მოუწოდებდნენ თავის ყველა მოქალაქეს, რომ არავითარი მონაწილეობა არ მიეღოთ აღნიშნულ კონფლიქტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნებოდა, როგორც კონფლიქტში მხარედ ჩართვა. და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს მთავრობის თანხმობით, ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნის შემთხვევაში ეს თუ დიდი ბრიტანეთისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მხარედ ჩართულობას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გულისხმობს კიდეც საქართველოს ჩართულობას, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ამ საფრთხეს ქმნიდა აპრიორი გაგზავნა ისევ და ისევ მთავრობის თანხმობით იმიტომ, რომ ამას თავისი პოლიტიკური მდგენელი აქვს. მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჯარისკაცები, წავიდნენ კონკრეტულ კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად და პირდაპირ მხარედ ფიქსირდება. ეს, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხეს ქმნის მაშინ, მით უმეტეს როდესაც ჩვენი დედაქალაქიდან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას საოკუპაციო ძალა და არაერთი ბაზა, სამწუხაროდ“,-აღნიშნავს გორდულაძე.

გორდულაძის თქმით, სანქციების დაწესება ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 11%-ით შემცირებას გამოიწვევდა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციისთვის საბაბს მისცემდა.

გორდულაძე კვლავ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს საფრთხე მომავალშიც რეალურია მსგავსი მოთხოვნების განმეორების შემთხვევაში.

„რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს. ფინანსური სანქციების დაწესება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ნაბიჯი. ეს არის, მათ შორის, პოლიტიკური ნაბიჯი. და კიდევ ერთხელ როდესაც საოკუპაციო ძალა დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა იმის საპასუხოდ, რომ შეჭრა მოხდა მისი მხრიდან, ეს კიდევ უფრო მეტად, ერთი არის ეკონომიკური განზომილება, რომელიც დაახლოებით 11%-ით ეკონომიკის შემცირებას გამოიწვევდა ჩვენს ქვეყანაში და მეორე მხრივ, ქმნის პოლიტიკურ საბაბს და პირდაპირ, საპროვოკაციო საშუალებას აძლევს საოკუპაციო ძალას, რომ ჩვენი ქვეყანა, გამოყენებული იყოს ისევ და ისევ შეჭრის ობიექტად. რაც სამწუხაროდ, რომ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს საფრთხე რეალიზდებოდა. ჰიპოთეტური საფრთხე კი არ არსებობს, ეს პირდაპირ საფრთხე არსებობდა 2022 წლის მარტიდან დაწყებული. მათ შორის, მითუმეტეს, თუ გავაგრძელებთ, რომ კონკრეტული ქვეყნის, უკრაინის მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე ზუსტად ამ მიზეზით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოხალისეები არ გააგზავნა და ეკონომიკური სანქციები არ დააწესა, და კიდევ ერთი საკითხი არ გადასცა სამხედრო შეიარაღება უკრაინას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი ქმნიდა და მომავალშიც იგივე რომ განხორციელდეს, შექმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის. რაც არ არის ჰიპოთეტური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი არის, სამწუხაროდ, ოკუპირებული ოკუპანტი ძალის მხრიდან და ეს საფრთხე რეალურია“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს“
  2. არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა“
  3. არჩილ გორდულაძე„1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება. ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღემდე არ ემიჯნებიან რეზოლუციას და პირიქით, აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს“
  4. არჩილ გორდულაძე„განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის, რომ როდესაც მათ დროს დანაშაულები ხდებოდა, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართული იყო, დანაშაულები მიეჩქმალათ. ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის“