ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ15:20
ვალერი გელბახიანი

განცხადება · 107 ნახვა

„თვითონ ქოლცენტრის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ელისო კილაძე გვყავდა დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს ,,ქრონიკა+“-ში“

ელისო კილაძეს ბრალი ედება თაღლითობაში, ხომ? თაღლითობა ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა მოატყუო და ამ მოტყუების შედეგად ფული უნდა დაისაკუთრო. ერთი ადამიანი ხომ უნდა იყოს ასეთ საქმეში ვინც იტყვის რომ ელისო კილაძემ მომატყუა. ასეთი მოწმე საქმეში არ არის, – ამის შესახებ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა, ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გელბახიანის ინფორმაციით, თავად ქოლცენტრის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ კილაძეს ხელფასის სახით 5500 აშშ დოლარს უხდიდნენ როგორც დაქირავებულს, თუმცა, წილში არ ჰყავდათ.

,,მერე მეორე, თვითონ ქოლცენტრის ხელმძღვანელები – ყველა დაიკითხა ერთის გარდა – ამბობენ, რომ ელისო კილაძე ჩვენი წევრი არ ყოფილა, ჩვენ არც წილში გვყავდა და არც ასევ ვთქვათ, ჩვენი შემოსავლის ნაწილს, დივიდენდის სახით არ ღებულობდა. ის გვყავდა ჩვენ დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს ამისთვის ,თვეში 5500 დოლარს, რომელსაც მათივე ინფორმაციით, ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს, ,,ქრონიკა პლუსში”, ვინც იყო დასაქმებული,“ – აღნიშნა გელბახიანმა.

წამყვანის შეკითხვაზე, რისთვის რისთვის აძლევდნენ ამ ხელფასს, კილაძის ადვოკატმა შემდეგნაირად უპასუხა: ,,ჟურნალისტური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერისთვის. კომერციული თვალსაზრისით ნებისმიერი სუბიექტი ვინც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის არის ორიენტირებული იმაზე, რომ შემოსავალი მიიღოს. ამიტომ, თქვენს სფეროში ეს გასაკვირი არ არის, თუ გეყოლება სპონსორი რომ მხარი დაგიჭიროს.“