ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ13:43
თამარ ჩიბურდანიძე

განცხადება · 184 ნახვა

„პრემიერმა მსოფლიოს საქართველოს სახით ახალი კარიბჭე შესთავაზა, რომელიც უკვე იქცა მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და სახელმწიფოთა შორის ნდობის აღდგენის ახალ გლობალურ ეპიცენტრად“

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე მსოფლიო თანამეგობრობისთვის ბევრად უფრო მეტის მთქმელი იყო, ვიდრე თუნდაც რუსეთ-უკრაინის ან ირანის ომის თემა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი გაეროს სხდომაზე წარდგა არა როგორც დასავლეთზე ან რომელიმე სხვა გეოპოლიტიკურ ვექტორზე დამოკიდებული სახელმწიფოს ლიდერი, არამედ როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაური.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე მსოფლიო თანამეგობრობისთვის ბევრად უფრო მეტის მთქმელი იყო, ვიდრე თუნდაც რუსეთ-უკრაინის ან ირანის ომის თემა. გაეროს სხდომა სწორედ იმ საკითხებს მიეძღვნა, რომლებშიც საქართველო ლიდერობს და ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც. რაც შეეხება ნდობის აღდგენას, უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საქართველოს ევროპა-აზიასა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ვექტორებს შორის. პრემიერმა მსოფლიოს საქართველოს სახით ახალი კარიბჭე შესთავაზა, რომელიც უკვე იქცა მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და სახელმწიფოთა შორის ნდობის აღდგენის ახალ გლობალურ ეპიცენტრად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იდენტობისა და რეალური სუვერენიტეტის დასაცავად გაწეულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს სხდომაზე წარდგა არა როგორც დასავლეთზე ან რომელიმე სხვა გეოპოლიტიკურ ვექტორზე დამოკიდებული სახელმწიფოს ლიდერი, არამედ როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაური. დაბალანსებული, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის უალტერნატივოა. ამაზე კამათიც კი სულ უფრო რთული გახდება – იმდენად მტკიცე და დასაბუთებული იყო პრემიერ-მინისტრის პოზიცია მსოფლიოს წინაშე. აქამდე მოსასვლელი გზა ნამდვილად რთული იყო და მომავალშიც არაერთი დაბრკოლება იქნება, თუმცა საბოლოოდ გლობალური პოლიტიკის ყველა მსხვილ მოთამაშეს მოუწევს ამის აღიარება. ახალ პოლიტიკურ არქიტექტურაში საქართველომ უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და ამ პროცესებს ვეღარაფერი შეაჩერებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
  2. თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
  3. თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
  4. თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“