ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ1 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ09:55
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 98 ნახვა

ბერა ივანიშვილის პოსტზე

„რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი“

“ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ… რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “ღამის კურიერში” საუბრის დროს განაცხადა, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, კონკრეტული ჯგუფები მუდმივად ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი შებღალონ.

“ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობენ და ისარგებლებენ ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ისტორია დაინახავს. ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ – შვილს, ქველმოქმედებას თანხის კეთებას არქმევენ. ერთი სიუჟეტი გაკეთდა, გამორჩეულად ვიხსენებ ამ სიუჟეტს, მისი ოჯახის წევრის ობიექტი იყო, სახლი თუ შენობა იდგა საბურთალოს რაიონში და მის გვერდით ადამიანს ჰქონდა თავის შენობა შემოღობილი, აქ მოხდა რაღაც ამბავი, ვიღაც დაჭრეს თუ დააკავეს. სიუჟეტი დაიწყო, რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის არსებულ ობიექტზეო – კატასტროფა. აბასთუმანი სამოთხეს დაემსგავსა და “ბელგიური შოკოლადისფრად” შეღებილ სახურავზე საუბრობენ – ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე. ვინ აკეთებს ამ ყველაფერს – “ფორმულა” ე.წ. ტელევიზიები, რომლებიც ვიცით, ვისი ფულიდან ფინანსდება. ვიცით, რა საქმეები აღძრული მათი დამფუძნებლისა და დამფინანსებლის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ეს არის ავტორიტეტებთან ბრძოლა, ერთ-ერთი მეთოდი იმ ბინძური სცენარის, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, თუ როგორ გახადონ ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი, გაანადგურონ ყველაფერი რასაც საზოგადოება პატივს სცემს”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს“
  2. ირაკლი კირცხალია„თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი“
  3. ირაკლი კირცხალია„ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება“
  4. ირაკლი კირცხალია„უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი“