განცხადება · 114 ნახვა
„რეალურად “ქართული ოცნების” რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რეალურად “ქართული ოცნების” რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება.
როგორც კირცხალიამ “ღამის კურიერის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მმართველი გუნდი თავადაც ატარებს კვლევებს, სადაც განსხვავებული რეალობა ჩანს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“რადიკალურად განსხვავებულია, ბევრად დიდია [მაჩვენებლები]. პოლიტიკური პარტია ვართ და იცით, ჩვენ არ ვართ პატარა პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად პულსზე ხელი გვიდევს და რა თქმა უნდა, ყოველთვის, მუდმივ რეჟიმში ხდება კვლევები პოლიტიკურ ველზე, სხვადასხვა მეთოდოლოგიით, სხვადასხვა მკვლევარის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიცით, ყოველ წელს თუ კვარტალურად, თუ სად ვართ და როგორ ვართ. ამას უნდა აკეთებდეს ნებისმიერი პარტია და ეს ვალიც არის პარტიის, რომ აკეთებდეს ასეთ რამეს. ბევრად განსხვავებულია, ორჯერ აღემატება, იქ რაც ციფრებიც არის, ძალიან თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ორჯერ აღემატება, მინიმუმ, იმ ციფრებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობით და ეს გასაკვირიც არ არის. როდესაც უყურებ იმ აგენტურას, რომელი აგენტურაც დღეს კიდევ სუნთქავს ჩვენს ქვეყანაში და, ყოველ შემთხვევაში, ასულდგმულებენ ყველა საშუალებით და ყველა შესაძლო გზით თავიანთი პატრონები”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს“
- ირაკლი კირცხალია„თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი“
- ირაკლი კირცხალია„ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება“
- ირაკლი კირცხალია„უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი“
