ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ3 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ19:19
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 175 ნახვა

„დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია“

ორი დღის წინ იყო 1-ლი ოქტომბერი, დიდი გამარჯვების დღე. განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან ისმოდა ასეთი ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომ რა არის შემდეგი ნაბიჯები და ამ 14 წლის მანძილზე, რა არის კიდევ ის, რაც არის მისაყვანი ბოლომდე და პასუხია ერთი და ძალიან მკაფიო – ეს მინდა მთელი გუნდის სახელით გითხრათ – რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი გაიწმინდოს აგენტურისგან, რათა ე.წ. ოპოზიციის ადგილი დაიკავონ ისეთმა პარტიებმა, რომლებიც ოპოზიციაში იქნებიან სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან.

“ქართული პოლიტიკური ველი უნდა გათავისუფლდეს და გაიწმინდოს აგენტურისგან. მათ პოლიტიკურ მომავალზე, აგენტურის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი რთულია, იმიტომ რომ აგენტურა არ უნდა არსებობდეს. თუ რა პოლიტიკური გზა განვლეს და რა სურვილები ჰქონდათ მათ, განსაკუთრებით ყველაზე მწვავედ 2022 წლიდან ვიხილეთ ჩვენ.
ასე რომ, როდესაც ამ პარტიების პოლიტიკურ მომავალზე ვსაუბრობთ, დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს და გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ, ჩვენი მიზანია და ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა – ეს დაკვეთა არსად წასულა – რომ საქართველოში პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი ამ აგენტურისგან, დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა თავის ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია, ათწლეულებია თავიანთი მმართველობის დროს და შემდეგ ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის დროს,” – განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს“
  2. ირაკლი კირცხალია„თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი“
  3. ირაკლი კირცხალია„ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება“
  4. ირაკლი კირცხალია„უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი“