განცხადება · 110 ნახვა
„IRI-ის მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ – არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა.
მისი განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ გაიმართა, აჩვენა, რომ ის რიცხვებიც კი გადაჭარბებულია, რაც კვლევაში იყო ნაჩვენები.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ის დღე მიუთითებდა, რომ IRI-ს საკმაოდ გაზვიადებული რიცხვები აქვს მინიჭებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით დედაპარტიისთვის, იქ 100 კაციც ვერ შეიკრიბა, მგონი. სასაცილოა ეს ყველაფერი.
რაც შეეხება IRI-ის კვლევას, იმ მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ – არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს რეალურად“, – განაცხადა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს“
- ირაკლი კირცხალია„თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი“
- ირაკლი კირცხალია„ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება“
- ირაკლი კირცხალია„უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი“
