ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიპოლიტიკა178 ნახვა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე, “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბევრი კარგი რამ გაუკეთა – ქვეყანა წუმპიდან ამოიყვანა და საერთაშორისო არენაზე წარმატებები მოიპოვა.

დავითაძის თქმით, სააკაშვილმა სასამართლოში რეფომა ჩაატარა, თუმცა, მდგომარეობა ვერ გამოასწორა.

“ვიყავი “ეროვნული ფორუმის” წევრი 2008 წლიდან. აქტიურ ოპოზიციაში ვიყავი, იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილმა თავის დროზე, ბევრ კარგთან ერთად, რაც ჩემს ქვეყანას გაუკეთა, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს. მაგრამ როცა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა უსამართლო სასამართლო, გულდასაწყვეტი ის იყო, რომ იმის მერე [შევარდნაძის მმართველობის შემდეგ] რეფორმა ჩაატარა სააკაშვილმა და ვერ გამოასწორა მდგომარეობა, ნაცვლად იმისა, რომ გასწორებულიყო,” – განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.