პოლიტიკა

ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო

ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ ლითონებს აწვდის. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისივე ინფორმაციით, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ მომზადებული პროექტი თავდაპირველად სანქციების დაწესებას 744 ფიზიკური და 827 იურიდიული პირის წინააღმდეგ ითვალისწინებდა. თუმცა ევროკავშირის ელჩების მიერ 7 ოქტომბერს შეთანხმებულ ვერსიაში სია ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირით შემცირდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ეს ცვლილებები ესტონეთის მოთხოვნით განხორციელდა.

„საქმე ეხება რუსულ კომპანიას, რომელიც იშვიათ ლითონებს ესტონურ კომპანია Silmet-ს აწვდის. ეს ნედლეული, მათ შორის, ქარის ტურბინებისა და ევროკავშირში სხვა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო მასალების დასამზადებლად მუშავდება. კომპანია მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს“, – წერს იოზვიაკი.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა 7 ოქტომბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორი ახალი პაკეტი შეათანხმეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის სხდომაზე ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირმა სოხაძე სააკაშვილზე: ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ “გაშავებას” ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს. ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ – ყოველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.