პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე. ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? – “ქართულმა ოცნებამ.” წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ გაუგებარია, რა პრეტენზიები აქვთ საქართველოსთან ცალკეულ ევროპარლამენტარებს.

მისი განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის მუხლი კონსტიტუციიდან არ ამოუღია, არც რუსეთთან პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა აღდგენილა, საპირისპიროდ, მმართველმა პარტიამ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები მოიპოვა, შესაბამისად, ევროპარლამენტარებს შეუძლიათ “წერონ და იკითხონ” ახალი რეზოლუციები.

“ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ. რა უნდათ ვერ გავიგე.
“ქართულმა ოცნებამ” ამოიღო კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის მუხლი?

  • არა.
    საქართველოს მთავრობის, ან მმართველი პარტიის რომელიმე ლიდერი ჩავიდა მოსკოვში?
  • არა.
    რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელობა ჩამოვიდა საქართველოში?
  • არა.
    “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან?
  • არა.
    საქართველომ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან?
  • არა.
    კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მარტო საქართველომ მიიღო?
  • არა.
    საქართველოში ბიზნესი ტერორის ქვეშ არის?
  • არა.
    შემდეგ.
    ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები?
  • “ქართულმა ოცნებამ.”
    ვინ მიიღო ვიზალიბერალიზაცია ევროპასთან?
  • “ქართულმა ოცნებამ.”
    ვინ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?
  • “ქართულმა ოცნებამ.”
    რა გინდათ?!
    წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია. წერეთ და იკითხეთ…” – წერს ლაშა გეგეჭკორი.
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე. ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? – “ქართულმა ოცნებამ.” წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც საფრანგეთში არასრულწლოვანი საპროტესტო აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ, საკუთარი წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანით

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის “ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.