განცხადება · 172 ნახვა
„“თიბისი ბანკი” 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა – მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს“
ჩემს ოჯახს “თიბისი ბანკიდან” მცირე ბიზნესისთვის 2007 წელს აღებული ჰქონდა 10 000 აშშ დოლარის (იპოთეკური) და 3 000 ლარის (სამომხმარებლო) სესხი, რომელსაც ვიხდიდით გრაფიკის შესაბამისად, – წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ბანკი მისი ოჯახისგან ითხოვდა 12 000 ლარს, თუმცა, 2018 წელს, ფონდი “ქართუს” მიერ გამოცხადებული “სოციალური სოლიდარობის აქტის” ფარგლებში, სესხი გაუნულდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ეს ბიზნესი ჩავარდა. სასწრაფოდ დავფარეთ იპოთეკური სესხი (მთლიანად) და სამომხმარებლო სესხის ნაწილი – 1 000 ლარი. ანუ ბანკისთვის გადასახდელი დაგვრჩა სესხის ძირი თანხა – 2 000 ლარი. ვერ ვიხდიდით და ბანკმა “ტისკებში” მოგვაყოლა. აი ამ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ბანკი ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს!!! 2018 წელს, ფონდი “ქართუს” მიერ გამოცხადებული “სოციალური სოლიდარობის აქტის” ფარგლებში გადავამოწმეთ სია და დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს. არა რუსულ სესხს!” – წერს გეგეჭკორი.
ლაშა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“
- ლაშა გეგეჭკორი„„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ეს ნიშნავს, საქართველო მშვიდობის, ქვემოქმედებისა და განვითარების გარეშე“
- ლაშა გეგეჭკორი„ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე. ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? – “ქართულმა ოცნებამ.” წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ“
- ლაშა გეგეჭკორი„დაკისრებული ჯარიმის არგადახდის მიზეზით დააპატიმრეს სანაია, ხოშტარიაც ამის გამო ზის, არც მან გადაიხადა კანონით დაკისრებული ჯარიმა – მაგარი რეჟიმია, ვერაფერს ვერ იტყვი, გაღიმებული შედიან და პატიმრებს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მაცივრები და ტელევიზორები გამოაქვთ“
