პოლიტიკა

მეგი გოცირიძე “ნაცმოძრაობის” მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მეგი გოცირიძე, წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ “ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით” გარდაიცვალა.

გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციონერ მომღერალ ირმა სოხაძესა და პატიმარ მიხეილ სააკაშვილს შორის დაწყებულ დაპირისპირებას და სოხაძეს “უტიფარ ქოცალას”, მის მეუღლეს კი, რომელიც სულხან მოლაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, “ჩამპალ ნარკომანს” უწოდებს.

“უტიფარმა ქოცალა ლამაზმანმა გვიპასუხა: კი იყო ჩემი ქმარი ჩამპალი ნარკომანი, უკორუმპირებულესი მოლაშვილის მოადგილე, (რომელიც ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით), მაგრამ ჩემი ქმარი სუფთა იყო და არ ყოფილა დაჭერილიო.
პ.ს. არცა შალიკოს სანქვირებულ რუსულ უბორნიაში მუშაობდი წლების მანძილზე პროპაგანდონებთან ერთად, არცა კონვერტირებულ რუსულ რუბლებს იღებდი ხელფასის სახით, არცა საპროცესო ყოფილა შენს სუფთასთან, ჩვენ გამოვიგონეთ, არცა ჩემთან გამოგიგზავნია კაცი ჩასაწყობად, არცა კიბიდან დაგორებულა, მე გამოვიგონე , ქოცალ,” – წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2004 წელს სულხან მოლაშვილმა მისი წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.