განცხადება · 114 ნახვა
„ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ – მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან“
მართლა მიკვირს, რაზე ფიქრობენ ხოლმე ასეთ დროს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამ არჩევანით სცადა, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების პროვოცირება და დაცინვა, თუმცა, თავად არიან გამოუვალ მდგომარეობაში, ვინაიდან, მათი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ქართველი ხალხის ნებას კი ვერაფერს უხერხებენ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ყველამ კარგად ვიცით, რასაც ემსახურება ეს ყველაფერი, იმ მილიონ ოთხასი ათასზე მეტი ადამიანის პროვოცირებასა და დაცინვას, ვინც საკუთარ ქვეყანას და სტაბილურობას დაუჭირა მხარი.
ჩვენს საქართველოში, სადაც მუსიკა ფაქტობრივად გენეტიკის ნაწილია, სადაც უნიკალური მრავალხმიანობა და უნიჭიერესი მომღერლები გვყავს, ელჩს მაინცდამაინც ამ ჯგუფის ნამღერზე რატომ უნდა მოუნდეს ცეკვა? ნუთუ მართლა სხვა, ბევრად უფრო საამაყო და ხარისხიანი მუსიკოსები ვერ იპოვეს ამ დალოცვილ ქვეყანაში?
პასუხი, ალბათ, იმაზე მარტივი და კომიკურია, ვიდრე გვეჩვენება. როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია და ქართველი ხალხის ნებას ვერაფერს უხერხებ, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ. ფაქტობრივად, თავიანთ ამჟამინდელ რეალობას გაუსვეს ხაზი, მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან და სხვა რა დარჩენიათ, თავად უკრავენ და თავადვე ცეკვავენ ამ აბსურდზე,” – წერს ლიზა გეგეჭკორი.
ლიზა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლიზა გეგეჭკორი„ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით - ცოტნე ივანიშვილმა თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი“
- ლიზა გეგეჭკორი„არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან“
- ლიზა გეგეჭკორი„პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი“
- ლიზა გეგეჭკორი„მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, ,,ნაცსაც” რომ გაუკვირდება“
