ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ირაკლი შატაკიშვილი„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ“ დღეს 15 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი7°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ16:44
ლიზა გეგეჭკორი

განცხადება · 122 ნახვა

„ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით - ცოტნე ივანიშვილმა თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი“

ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით. ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ცოტნე ივანიშვილმა, გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. გეგეჭკორი აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ვერავის გაუკვირდება.

“წელიწადში 35-დან 42 ათას დოლარამდე - ზუსტად ამდენი ღირს სწავლა აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ტოპ-11 უნივერსიტეტში. დღეიდან კი ნიჭიერი ქართველი მოსწავლეებისთვის ეს უზარმაზარი ფინანსური ბარიერი აღარ არსებობს!

ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით:

* ვის შეუძლია მონაწილეობა: წელს მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს განსაკუთრებული წესით, მომავალი წლიდან კი კონკურსში მე-11 და მე-12 კლასელებიც ჩაერთვებიან.

* მთავარი კრიტერიუმები: მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა და ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული შედეგები.

* დაფინანსება: სწავლის სრულ ღირებულებას თავად უნივერსიტეტი და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ფარავენ.

ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას. როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, სწორედ ცოტნეს აკადემიურმა გამოცდილებამ და უშუალო შუამავლობამ ჩაუყარა საფუძველი ამ ისტორიულ თანამშრომლობას - ცოტნემ თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია.

აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს ცარიელი ლოზუნგებით კი არა, მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ძალიანაც რომ

მოინდომოს ვერავის გაუკვირდება. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ნასწავლი თითოეული ქართველი, ხვალ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარების პირდაპირი გარანტიაა!” - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ლიზა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლიზა გეგეჭკორი„არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან“
  2. ლიზა გეგეჭკორი„პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი“
  3. ლიზა გეგეჭკორი„ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ – მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან“
  4. ლიზა გეგეჭკორი„მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, ,,ნაცსაც” რომ გაუკვირდება“