განცხადება · 85 ნახვა
„ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს“
მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს, – ამის შესახებ “თავისუფალი ხალხის პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” საუბრისას განაცხადა.
როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, გასაგებია, რომ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები შესაძლოა მხარს უჭერდნენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც “ქართული ოცნების” შეცვლა სურთ, მაგრამ, მისივე თქმით, შეუძლებელია ვერ დაინახო რომ ის, რომ რასაც გვარამია აკეთებდა, მხოლოდ მმართველ პარტიას აწყობდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ერთი მხრივ, მჯერა, რომ ბევრ ევროპელ და ამერიკელ დიპლომატს არ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ არ მგონია, რომ მაინცდამაინც პირდაპირ ხელისუფლების ცვლილებას აკეთებდნენ. თუმცა, გასაგებია, რომ უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პარტიებს მხარს, რომლებიც ასეთ მიზანს ისახავენ. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს. შეიძლება ადამიანი მოატყუო – ამერიკაშიც ატყუებენ ამომრჩეველს და ყველგან – ასეთია პრაქტიკა, ასევ ვთქვათ, მაგრამ, ავიღოთ ამერიკელები: როცა შენ არც ფულის ნაკლებობა გაქვს, არც დაზვერვის ნაკლებობა, არც – კონტაქტების და ა.შ., ვერ დაინახო, რასაც გვარამია აკეთებდა, მარტო “ქართულ ოცნებას” აწყობდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტტექნოლოგი გეტყვის, რომ თუ გინდა დაამარცხო მმართველი გუნდი, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მას ხმები უნდა წაართვა – ართმევდა გვარამია “ქართულ ოცნებას” ხმას?” – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ალექსანდრე რაქვიაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ალექსანდრე რაქვიაშვილი„არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა“
- ალექსანდრე რაქვიაშვილი„ვერ გავიგე რაზეა აქცია. მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? -იტყვიან, ყოჩაღ, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?“
- ალექსანდრე რაქვიაშვილი„ჩერგოლეიშვილისა და გვარამიას ალიანსმა ცენზურა დაუწესა სააკაშვილს, მათ რეალურ პოლიტიკურ ლიდერს, ვის ხარჯზეც არსებობენ პოლიტიკაში, ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს“
- ალექსანდრე რაქვიაშვილი„დებატების გამბედაობა რომ არ გაქვს, მხოლოდ ის თუ დაგრჩება, სხვისი დებატები აკრიტიკო“
