პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია. მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? -იტყვიან, ყოჩაღ, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ვერ მოისმინა, რა არის ამ აქციის მიზანი.

რაქვიაშვილმა ამის შესახებ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს უნდა, სხვა პარტიის მხარდამჭერი მიიყვანოს მიტინგზე, მას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდოს.

„ვერ მოვისმინე, ვერ გავიგე რაზეა აქცია. სადმე ითქვა, რა არის ამ აქციის მიზანი?- რომ შევიკრიბეთ ხალხიო… ეს არის პარტიული შეკრება მაშინ. ასე შეიძლება მარტო ვიწროპარტიული მიტინგი მოაწყო. სხვა პარტიის მხარდამჭერი თუ გინდა მოიყვანო შენს მიტინგზე, იმას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდო. მე არსად გამიგია ეთერში, რომ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური მიზანია. მაგალითად 100 ათასი კაცი რომ გამოვიდეს, მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? რომ გადაივსოს ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე, რას აკეთებენ? იტყვიან, ყოჩაღ, მადლობა, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?“- განაცხადა რაქვიაშვილმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.