ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია0°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ამბავიპოლიტიკა151 ნახვა

მედია: BlackRock-ის აქტივების რეკორდული მოცულობა აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს შეადგენს

მედია: BlackRock-ის აქტივების რეკორდული მოცულობა აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს შეადგენს

BlackRock-ს ახლა ისეთი ოდენობის აქტივები აქვს, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს უტოლდება, – ამის შესახებ ამერიკული წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური საინფორმაციო სააგენტო MarketWatch წერს და უმსხვილესი საინვესტიციო და აქტივების მართვის გიგანტის, BlackRock-ის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს.

BlackRock-მა მესამე კვარტალი მართვის ქვეშ არსებული აქტივების რეკორდული მაჩვენებლით – 15,49 ტრილიონი დოლარით დაასრულა, რაც აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის, დაახლოებით ნახევარია.

კვარტლის განმავლობაში კლიენტების მხრიდან წმინდა შემოდინებამ 205 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში – 869 მილიარდი დოლარი.

განსაკუთრებით ძლიერი ზრდა დაფიქსირდა iShares-ის მიმართულებით: მისმა წამყვანმა ETF-ებმა (ბირჟაზე ვაჭრობადმა ფონდებმა), თითქმის 135 მილიარდი დოლარი მოიზიდა.

BlackRock-ის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 7,75 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე 15,93 დოლარს მიაღწია. კომპანიამ ასევე განახორციელა საკუთარი აქციების გამოსყიდვა 550 მილიონი დოლარის ოდენობით.