განცხადება · 132 ნახვა
„ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]“
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა.
გვარამია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ მსჯელობის იანვრამდე გადადება დიდი შეცდომაა, ვინაიდან ,,ქართული ოცნება” ნებისმიერ დათმობას სისუსტედ მიიჩნევს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
,,ნებისმიერი დათმობა მათ ჰგონიათ სისუსტე. ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე მისი ელჩის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი, პირდაპირ ვამბობ ამ ეთერიდან. უდიდესი შეცდომა იყო იანვრამდე [გადადება] ამათი სანქციების და ძალიან მკვახე გადაწყვეტილების მიღება ამათ წინააღმდეგ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე მე არაფერი მითქვამს, მილიონი რამ არის გასაკეთებელი, რაც შეიძლება გაკეთდეს. ხომ გადასწიეს? მეორე დღეს მიიღო ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა, რა მოხდა? ევროკავშირის გადაწევა, ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება და მესამე დღეს ჩანიშნა პარტიების გაუქმების პროცესი სამი დღის მიყოლებით,” – განაცხადა გვარამიამ ,,ტვ პირველის” ეთერში.
ნიკა გვარამია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკა გვარამია„აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“
- ნიკა გვარამია„ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და „ქოცების“ გახარებას“
- ნიკა გვარამია„მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ“
- ნიკა გვარამია„სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს“
