ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი13°C
  • გორი11°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი19°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია7°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ამბავიპოლიტიკა101 ნახვა

„ნიუ იორკ თაიმსი”: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული გაზის შესყიდვის განახლებას სთავაზობს, რაც მოსკოვს მილიარდობით შემოსავალს და განახლებულ ეკონომიკურ გავლენას მოუტანს

„ნიუ იორკ თაიმსი”: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული გაზის შესყიდვის განახლებას სთავაზობს, რაც მოსკოვს მილიარდობით შემოსავალს და განახლებულ ეკონომიკურ გავლენას მოუტანს

„ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, აშშ რუსეთს კიდევ ერთ „გადარჩენის გზას“ სთავაზობს: ევროპისთვის მეტი გაზის მიყიდვის ნებართვას. ტრამპის ადმინისტრაცია ამ იდეას უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად წარმოადგენს.

აშშ-ის შეთავაზების თანახმად, ევროპამ კვლავ უნდა დაიწყოს რუსული გაზის უფრო დიდი მოცულობით შესყიდვა – ნაბიჯი, რომელიც მოსკოვისთვის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს და რეგიონში მის გავლენას აღადგენს.

გამოცემა მოლაპარაკებების დეტალებში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ეს იდეა უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრებზე წამოჭრეს; მათ შორის, გასულ თვეში კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას. ამერიკული მხარის არგუმენტით, იმისათვის, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებაზე დაითანხმონ, უკრაინამ უნდა განიხილოს იმ მილსადენების ამოქმედება, რომლებითაც ადრე რუსული ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდებოდა.

იმ ფონზე, როდესაც თეთრი სახლი უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალ გზებს ეძებს, ხოლო დონალდ ტრამპი შუალედური არჩევნების წინ ენერგომატარებლების მაღალი ფასების გამო წუხს, ადმინისტრაცია სულ უფრო ხშირად განიხილავს ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც რუსეთს წიაღისეული საწვავის ექსპორტს გაუადვილებს.

ევროპა ამ წინადადების მიმართ სიფრთხილეს იჩენს, კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ რუსეთი გაძლიერდება, თუმცა, გერმანიის ხელმძღვანელობა საკუთარ ქვეყანაში ომთან და კონკრეტულად, გაზის იმპორტთან დაკავშირებული საკითხების გამო ზეწოლას განიცდის. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელიც ეროვნულ გამოკითხვებში თითქმის 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს, რუსული გაზის იმპორტის განახლებას ინფლაციასთან ბრძოლისა და გერმანიის ეკონომიკის გაძლიერების გზად წარმოაჩენს.

მერცმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა საჯაროდ გააკრიტიკეს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსულ დიზელის საწვავზე სანქციების მოხსნის შესახებ; მათი თქმით, ამ ნაბიჯმა დაარღვია მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის კამპანია.