ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე14°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:23
თამარ ჩიბურდანიძე

განცხადება · 141 ნახვა

„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“

ევროპაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზებსა და მიზნებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აღნიშნავს, ევროპაში სახეზეა მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც სათავეში აფროამერიკული „ვოუქიზმი“ უდგას, რომლის იდეოლოგიაც ეფუძნება რასობრივ და გენდერულ თანასწორობას, ლგბტ უფლებების დაცვას.

თამარ ჩიბურდანიძე იმაზეც წერს, თუ რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად და ეჭვობს, რომ ეს არეულობა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

„ის, რაც დღეს საფრანგეთსა და ბრიუსელში ხდება, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდების პროტესტი არ არის. ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქციებია, რომლებიც წინასწარ მომზადებული გეგმით იმართება. როგორც ჩანს, დემოკრატიის „ნორმად“ იქცა ახალგაზრდების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. საქართველოშიც ხომ იგივე სტანდარტით, სტუდენტების ხელით წვავდნენ ყველაფერს. რა ხდება რეალურად საფრანგეთში და მოედება თუ არა ეს ტალღა მთელ ევროპას? საფრანგეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. ის, რასაც ახლა ვხედავთ, მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ ძალის დემონსტრირებაა, რომელსაც სათავეში აფროამერიკული „ვოუქიზმი“ უდგას. ეს არის „დიპ-სტეიტის“ (Deep State) იდეოლოგია, რომელმაც თავის დროზე მოძრაობა „ანტიფა“ შვა. „ვოუქიზმი“ გამოფხიზლებას ნიშნავს და, როგორც ჩანს, ევროპა სწორედ ამ საშინელებას ელოდა, რომ საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო. ფერადკანიანების მიერ შექმნილი ეს მოძრაობა ოფიციალურად რასობრივ და გენდერულ თანასწორობას, ლგბტ უფლებების დაცვასა და ინკლუზიურობას ისახავს მიზნად. იდეოლოგიის და მოგვიანებით ამ მოძრაობის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი კოლონიური წარსულის გადაფასება გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, „კოლონიური წარსულის გადაფასებას“ აფროამერიკული რასა ევროპული ეთნოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს.

ამ პროცესს ხელი შეუწყო ევროკავშირის ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამაც. დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს – მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის. ულტრამემარცხენე მოძრაობამ, რომელსაც მიგრანტებისა და ლგბტ თემის სრული მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანია ვითომ განათლების რეფორმის მოთხოვნით დაიწყო. მათ კარგად იციან, თუ რამდენად ძლიერია საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მარი ლე პენის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს ეთნიკური ფრანგების უმრავლესობა, მათ შორის ებრაული თემი. სწორედ ამიტომ, აფროამერიკული „ვოუქიზმი“ საფრანგეთში ანტისემიტურ მოძრაობად გარდაიქმნა. ისინი ავიწროვებენ ეთნიკურ ებრაელებს, წვავენ მათ მაღაზიებს და უნივერსიტეტებშიც კი აკონტროლებენ – ვინ არის ებრაელი. ეს პროცესები საუკუნის წინანდელი ფაშიზმის საწყის ეტაპს გვახსენებს. ამ მოვლენების ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად? მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია აქციის ათასობით მონაწილე და პოლიციაც ხშირად ხისტია, მაკრონის საერთო ლიბერალური მიდგომა ეჭვებს აჩენს – ხომ არ აწყობთ ეს მოვლენები „დიპ-სტეიტის“ ბიუროკრატებს ევროპაში? მათ აქვთ შიში, რომ ძალაუფლება არ წაართვან საკმაოდ მომძლავრებულმა ულტრამემარჯვენე პარტიებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ ქუჩებში აუცილებლად დაიწყებენ სახალხო მობილიზაციას. ამიტომ, კონსერვატიულ მოძრაობას მათ წინასწარ დაუპირისპირეს სოციალურ პოლიტიკაზე „ანთებული“ ლიბერალები. მემარჯვენე ძალებისთვის კი ასეთი ხმაურისა და მღელვარების გადაფარვა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, მაკრონს რამდენიმე თვეღა დარჩა საპრეზიდენტოდ და მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუმცა, ალბათ ეს სხვისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუ ამ პროცესებს არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, აშკარაა: ეს არეულობა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, ვიღაცის ინტერესებში ნამდვილად შედის,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
  2. თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
  3. თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“
  4. თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერმა მსოფლიოს საქართველოს სახით ახალი კარიბჭე შესთავაზა, რომელიც უკვე იქცა მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და სახელმწიფოთა შორის ნდობის აღდგენის ახალ გლობალურ ეპიცენტრად“