ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:19
ჯეი დი ვენსი

განცხადება · 111 ნახვა

„უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატების პარტნიორია, თუმცა მათ შორის არანაირი ფორმალური ალიანსი არ არსებობს.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს.

„ეს სრულიად უპასუხისმგებლო ქმედებაა. უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს; ომის მიმდინარეობისას მისი მიწვევა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას. გსურთ, რომ უკრაინაში ამერიკული სახმელეთო ჯარები იყვნენ? თუ არა, მაშინ წინ უნდა აღვუდგეთ იდეას, რომ უკრაინა ნატო-ს უნდა შეუერთდეს”, – აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ამასთან, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, კიევსა და ვაშინგტონს „გარკვეული გაგებით, დროდადრო განსხვავებული ინტერესები აქვთ“.

“მაგალითად, მიმაჩნია თუ არა, რომ მათ რუსული დიზელის ობიექტები უნდა დაბომბონ, რაც ამერიკელებისთვის ენერგომატარებლების ფასს ზრდის? – არა”, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აშშ უკრაინასთან გარკვეულ საკითხებზე მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს.

„თუმცა, ვფიქრობ, მათ რუსების დაბომბვა უნდა შეწყვიტონ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯეი დი ვენსი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ჯეი დი ვენსი„მისი სიკვდილი შემიძლია ტრაგედიად მივიჩნიო და ამავდროულად ვაღიარო, რომ ეს არის მისივე შექმნილი ტრაგედია“
  2. ჯეი დი ვენსი„ის, რომ 25 წლის წინ შენ რაღაც ჭკვიანური გააკეთე, არ გამორიცხავს იმას, რომ ახლა სისულელეს სჩადიხარ“