ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ21 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ17:20
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 146 ნახვა

„პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დაუშვებელია, პოლიტიკური ძალა დემოკრატიის დამცველად წარმოაჩენდეს თავს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფის შესაძლო ფაქტები სათანადო შეფასების გარეშე დარჩეს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესმა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს პოლიტიკური ბრძოლა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებისგან და უზრუნველყოს წარსულის ობიექტური შეფასება.

„პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, შავს შავი ეწოდოს და თეთრს თეთრი. ქვეყანამ უნდა შეძლოს საკუთარ წარსულთან ობიექტურად შეხედვა და არა გაყალბებულ რეალობაში ცხოვრება, სადაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა თავს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებების დარღვევები და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა დავიწყებას უნდა მიეცეს.
წლების განმავლობაში ვისმენდით მოწოდებებს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა ამავე დროს არსებობს არაერთი ფაქტი და მძიმე ბრალდება, რომელთა სამართლებრივი შეფასებაც საზოგადოებისთვის დღემდე მნიშვნელოვანი საკითხია. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და არც პოლიტიკური კუთვნილება უნდა იქცეს წარსული ქმედებებისგან თავის დაღწევის საშუალებად.
თუ სახელმწიფოს სურს, რომ მისი დემოკრატიული საფუძვლები მყარი იყოს, მან საკუთარი ისტორიის ყველაზე რთულ და წინააღმდეგობრივ პერიოდებს ცივი გონებით უნდა შეხედოს. კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ხელყოფა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, თუ ეს სასამართლოს მიერ დადასტურდება, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქმედებების უკან პოლიტიკური ძალა დგას. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური გავლენისა თუ საერთაშორისო მხარდაჭერისა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს. აქ მთავარი კონკრეტული პარტიის სახელი ან პოლიტიკური სიმპათიები არ არის, მთავარი არის ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებასა და დემოკრატიულ პრინციპებს.
დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მისი წარსულისა და მოქმედებების მიუხედავად, პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის უფლება ჰქონდეს. დემოკრატიის დაცვა იმ მექანიზმების გამოყენებასაც მოითხოვს, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს აღკვეთს.
ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ბრძოლასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის. ქვეყანამ უნდა შეძლოს ისტორიის ობიექტურად შეფასება, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და სამართლებრივი დასკვნების გამოტანა.“ – წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!““
  2. დავით ჩიხელიძე„დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს“
  3. დავით ჩიხელიძე„ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება… ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?“
  4. დავით ჩიხელიძე„განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება“