ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ12:57
გია აბაშიძე

განცხადება · 167 ნახვა

„სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს“

ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა გაზეთ “ასავალ-დასავალისა” და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ბინძური კამპანია. გარკვეული პირები საზოგადოების მოტყუებასა და დავით გარეჯის თემით მანიპულირებას ცდილობდნენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელ სახელმწიფოსთან საიდუმლო გარიგება დადო, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე „ასავალ დასავალის“ წარმომადგენლის დიტო ჩუბინიძის დაკავებსი შესახებ სოციალურ ქსელში.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ „ასავალ – დასავალის“ გავრცელებული ინფორმაცია არ იყო, უბრალოდ მედია-სკანდალი — ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი, რომელმაც დააზიანა დელიმიტაციის პროცესი და სახელმწიფო უწყებების მუშაობა. სწორედ ამიტომ წარედგინა დიტო ჩუბინიძეს ბრალი სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის — საქართველო საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს და აგენტების თავგასულობას ლაგამი ამოედება.

„ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო (დომენტი) ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს.
ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა გაზეთ “ასავალ-დასავალისა” და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ბინძური კამპანია. გარკვეული პირები საზოგადოების მოტყუებასა და დავით გარეჯის თემით მანიპულირებას ცდილობდნენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელ სახელმწიფოსთან საიდუმლო გარიგება დადო. რეალური აღქმის შესაქმნელად იქამდეც კი მივიდნენ, რომ ადამიანის გარდაცვალებაც კი საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს.
დღეს პროკურატურის გამოძიებამ წერტილი დაუსვა ამ აბსურდს:
საზღვრის დადგენის პროცესი მკაცრად რეგულირდება კანონით, საჭიროებს პარლამენტის რატიფიკაციას და ექსკლუზიურად სადელიმიტაციო კომისიის უფლებამოსილებაა, სადაც შეთანხმება მიღწეული არც არის. შესაბამისად, ყოველგვარი ბრალდება პრემიერ-მინისტრის მიერ ტერიტორიების გადაცემაზე სამართლებრივადაც და თეორიულადაც სრული სიცრუეა.
ეს არ ყოფილა უბრალოდ მედია-სკანდალი — ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი, რომელმაც დააზიანა დელიმიტაციის პროცესი და სახელმწიფო უწყებების მუშაობა. სწორედ ამიტომ წარედგინა დიტო (დომენტი) ჩუბინიძეს ბრალი სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით.
ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის გათვალისწინებით, საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს, თუმცა ფაქტი ერთია: ეს იყო დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე. ბოლომდე უნდა გამოაშკარავდეს ამ კამპანიის უკან მდგომი ყველა პოლიტიკური თუ აგენტურული ძალა.
ეს კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის — საქართველო საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს და აგენტების თავგასულობას ლაგამი ამოედება.“ – წერს აბაშიძე.

გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
  2. გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
  3. გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
  4. გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“