ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი11°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ17:12
გია აბაშიძე

განცხადება · 178 ნახვა

„„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ — ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს, 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს — ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის მიერ რაგეგმილ აქციას, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ სოციალურ ქსელში ეხმიანება და მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია შემთხვევით არ ჰყავს.

მისი განცხადებით, გვარამიას ლიდერად წამოწევით ფსევდოლობერალური დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ — ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ საზოგადოებრივი შეგუებით.

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ — ფარდა რომ ჩამოვხსნათ, ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს. 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს — ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი. ძველი მეთოდი, ახალი ნიღაბი — მახინჯი იდეოლოგია პროგრესისა და თანამედროვეობის შეფუთვით.

რატომ მაინცდამაინც ნიკა გვარამია? ამ უსამშობლო ნაცავაზაკის ლიდერად წამოწევა შემთხვევითი არ არის. სხვებს „პროგრესულობასა“ და ლგბტ+ იდეოლოგიას უქადაგებს, საკუთარ პოზიციაზე საუბარს კი გაურბის. თუ ეს იდეოლოგია ასეთი საამაყოა, რატომ ვერ ბედავს საჯაროდ პასუხის გაცემას?

უფლებების დაცვა პროპაგანდისგან განსხვავდება! არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე ზემოქმედება, მორალური ორიენტირების არევა და კონკრეტული იდეოლოგიის თავს მოხვევა თავისუფლება არ არის — ეს მომავალი თაობის ღირებულებებზე ბრძოლაა.

უნგრეთის მაგალითიც ბევრის მთქმელია: არასრულწლოვანთა დაცვის კანონის გაუქმებას ევროკომისიის მხრიდან გაყინული მილიარდობით ევროს განბლოკვა მოჰყვა. როცა მილიარდები ღირებულებით დათმობებს უკავშირდება, ძნელია დაიჯერო, რომ საქმე მხოლოდ უფლებების დაცვას ეხება.

გვარამიას ლიდერად წამოწევით ამ დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ — ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ საზოგადოებრივი შეგუებით. მანქურთებს ბიძინა ივანიშვილის გარეშე საქართველო სურთ, რადგან ივანიშვილის პირობებში არსებობს ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, იდენტობისა და ტრადიციების დათმობას არ აპირებს.” – წერს აბაშიძე.

გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
  2. გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
  3. გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
  4. გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“