ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:52
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე

განცხადება · 146 ნახვა

„რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს და სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი ის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის.

მისი თქმით, ბრალდებულებმა ძალიან კარგად იციან, რას ედავებიან, რასაც თავად მოსამართლეების განმარტებებიც ადასტურებს. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ დროულად უნდა დაანებოს თავი ილუზიებს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის შესახებ.

„ჩვენი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს, ასევე სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი ის მტკიცებულებები , რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის, ამას ვნახავთ დღეს, გამოვა ჩვენგან მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ და ფართოდ წარუდგენს სასამართლოს ამ მტკიცებულებებს. მათ ძალიან კარგად გაიგეს რას ვედავებით, თვითონ მოსამართლეებმაც აღნიშნეს, შემდგომში როდესაც ისინი თავის მოსაზრებებს გადმოსცემდნენ, ძალიან მარტივად ახსნეს, რაში ედავებოდნენ მათ და რატომ არ უნდა შედავებოდნენ, ასე რომ მათ ძალიან კარგად იციან რას ვედავებით და დღეს ეს იქნება წარმოდგენილი. რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვისაც აღარ ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსებისთვის. საერთოდ ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება ამ ილუზიებს თავს თუ დაანებებენ“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თუ ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნდნენ გაიმეორებენ წარსულში ჩადენილს, გაათმაგებულად გაიმეორებენ და ამას არც მალავენ“
  2. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!“
  3. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ“