განცხადება · 179 ნახვა
„გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია“
გუშინდელი აქცია ნამდვილი ტექნოლოგიური და ვიზუალური ტრიუმფი იყო! იმისთვის, რომ „ზღვა ხალხი“ როგორმე აღქმადი გამხდარიყო, დრონები მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეზე ჩამოაფრინეს, თუმცა რეალური ხსნა გრძელმა ჩრდილებმა მოიტანეს, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციის მთავარი რესურსი არა მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები, არამედ ხალხმრავლობის შექმნის მცდელობა და 4 ოქტომბრის მსგავსი სცენარების განმეორებაა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„გუშინდელი აქცია ნამდვილი ტექნოლოგიური და ვიზუალური ტრიუმფი იყო! იმისთვის, რომ „ზღვა ხალხი“ როგორმე აღქმადი გამხდარიყო, დრონები მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეზე ჩამოაფრინეს, თუმცა რეალური ხსნა გრძელმა ჩრდილებმა მოიტანეს.
კადრში აშკარად ჩანდა: დგას ერთი კაცი, მაგრამ მისი ჩრდილი სამ ადამიანს ფარავს! აი, თურმე საიდან მოდის ეს „მილიონიანი მუხტი“, ოპოზიციამ ხალხის რაოდენობა კი არ გაზარდა, ჩრდილები დაითვალა!
„ზღვა“ და „მდინარე“ ხალხი?
დავიწყოთ იმით, რომ აქციას „ზღვა“ ან „მდინარე ხალხი“ კი არა, საუკეთესო შემთხვევაში „წვიმის შემდეგ დარჩენილი პატარა გუბე“ ან „ოდნავ მოწუწუნე წყარო“ ითქმის. ისეთი ნაკადული იყო, ქუჩის გადაკვეთაც კი ვერ შეაფერხა, არათუ „რეჟიმის შერყევა“ ხალხის ნაკადი იმდენად მჭლე იყო, რომ ფოტოგრაფები კადრს კუთხიდან კუთხეში დასდევდნენ, ეგებ სადმე 5 კაცი ერთად დაეფიქსირებინათ.
მოითმინეთ, მთავარი ჯერ წინ არის! ოპოზიციური ალიანსი თურმე 28 ნოემბერს გეგმავს კულმინაციას , ცნობილი 4 ოქტომბრის გრანდიოზულ „რიმეიქს“.
თუ პირველად არაფერი გამოვიდა, მეორედ ზუსტად იგივე უნდა გაამეორო და განსხვავებულ შედეგს ელოდო! ალბათ 28 ნოემბრისთვის სპეციალურად შეუკვეთავენ უფრო ძლიერ პროჟექტორებს, რომ ჩრდილები კიდევ უფრო გაგრძელდეს და დრონის კადრში ერთი კაცისგან მთელი კოჰორტა მივიღოთ.
გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია!“ – წერს სადღობელაშვილი.
ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
- ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“
- ლადო სადღობელაშვილი„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი”“
- ლადო სადღობელაშვილი„ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს“
