ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია4°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ22:27
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 175 ნახვა

„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არასოდეს შეიცვლება, ქვეყნისთვის განვითარებისთვის კი ჯანსაღი და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიციაა საჭირო.

„საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ პოლიტიკური ველი ცარიელი არასოდესაა, როგორი განცხვავებული პროცესებიც არ უნდა იყოს ქვეყანაში. როდესაც 2022 წელს ქართული ოცნების რიგებიდან გამოვედით რამდენიმე დეპუტატი და შემდეგ პარტიაც შევქმენით, მაშინვე განვაცხადეთ რომ, საზოგადოებას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საგარეო საფრთხეებზე სიმართლეს ვეტყოდით – სწორედ ამან განაპირობა ის რომ, შემდგომში ხელისუფლებას საშუალება მიეცა დაეცვა ქვეყნის ინტერესები და საზოგადოებას სწორი დასკვნები გაეკეთებინა. ჩვენი განცხადებების პარალელურად, სულ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება – ამის თქმის საფუძველს იძლევა, ის რომ ეს ხალხი არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს.

ეს ადამიანები არა მარტო ფინანსურად, არამედ მენტალურადაც არიან დამოკდებულნი ევრობიუროკრატებზე – მათ გარე დამკვეთებზე. მუდმივად ვიმეორებდით, რომ სანამ ნაცმოძრაობა არ აიკრძალება ქართულ პოლიტიკას არაფერი ეშველება. ყოველთვის იქნება ორი მხარე – ეროვნული ხელისუფლება და ეს დამნაშავე რეჯიმი. წლებთან ერთად მწიფდებოდა აზრი, რომ დამნაშავე რეჟიმის პოლიტიკური ველიდან მოსაშორებლად, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადადგას, რათა გაჯანსაღდეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრი. საზოგადოებას გაუჭირდება იმის გახსენება ბოლოს როდის ნახა ოპოზიციისა და ხელისუფლების, თუნდაც მწვავე, მაგრამ ჯანსაღი პოლემიკა. ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, როდესაც ეს დამნაშავე რეჯიმი ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება.”- აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები“