ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“ დღეს 11 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია6°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 4 ნოემბერი
  • USD2.5970−0.0003
  • EUR2.9047−0.0061
  • GBP3.4831+0.0017
  • TRY0.0519−0.0001
  • 100 RUB3.1837−0.0238
  • AZN1.5279−0.0002
  • 1000 AMD7.2063+0.0042
  • 10 UAH0.5688−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ21:13
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 138 ნახვა

„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“

პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მიერ გაჟღერებულ განცხადებებსა და მოახლოებულ გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ მოსალოდნელ ჩანაწერს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, წარმოუდგენელია ისეთ ალიანსში ყოფნა, სადაც გადაწყვეტილებებს ქვეყნის შესახებ, გარე პირები, ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე იღებენ.

მისი განმარტებით, სწორედ ამას არ უშვებს საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ამიტომ აქვთ ევრობიუროკრატებს უთანხმოება საქართველოსთან.

„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების მიერ სერიოზულად არის დაყენებული საკითხი, რომ სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად კავშირის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 15-ის ხმა იქნება საკმარისი, დანარჩენ ქვეყნებს კი ვეტოს უფლებაც არ ექნებათ. ეს ხომ არარეალურია და არ მგონია, ვინმეს ასეთ კავშირში ყოფნა უნდოდეს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება, მისი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის, მიგრაციისა და ეთნიკური პოლიტიკის საკითხები ევროკავშირის დირექტივებით გადაწყდება ისე, რომ საქართველოს აზრს არავინ ჰკითხავს. გამოვიდეს ახლა ვინმე ქართველი ულტრალიბერალი და ხმამაღლა განაცხადოს, რომ ასეთ კავშირში ყოფნას მიესალმება.

ისეთ კავშირში, სადაც მისი ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ. ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არამცთუ გაფართოება, არამედ თავად ევროკავშირის პოლიტიკური ხედვაც იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ქვეყნებს ეკონომიკური პრობლემები აქვთ. მათ უთანხმოება აქვთ ძირითად პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან; ასევე, პრობლემებია ევროპის დედაქალაქებში და კომენდანტის საათიც კი დაწესდა, თუმცა ისინი მაინც ვერ არეგულირებენ პროცესებს, ანუ აქციებს. საქართველოს ხელისუფლებასთან ევრობიუროკრატებს უთანხმოება აქვთ იმიტომ, რომ ჩვენ გაცხადებული პოზიცია გაქვს - ჩვენ ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და ვმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,”- აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  2. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“
  4. გურამ მაჭარაშვილი„როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები“