განცხადება · 116 ნახვა
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ფორმალურად ჰქვია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – რეალურად, ეს არის ქვეყნის გადარჩენის პროცესი“
„საქმე გვაქვს ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამბობენ, რომ მათით იწყება და მთავრდება ქვეყანა,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში და კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპონენტების მიერ დაყენებულ აბსურდულ შუამდგომლობებზე.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, სარჩელი ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს. მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ რეჟიმის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები მიჩქმალონ. სასამართლო პროცესის ფარსად წარმოჩეა კი, იმ ძალების დაკვეთაა, რომელსაც ნაცმოძრაობა წლებია ემსახურება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე – საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიასთან ან მოძრაობასთან, არამედ ძალასთან, რომელიც იმართებოდა და ახლაც იმართება უცხოეთის მიერ და ეს თავად აქვთ აღიარებული. სწორედ ეს არის საფუძველი იმის, რის გამოც არ უნდა არსებობდეს ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები. ფაქტები, რის საფუძველზეც მომზადდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად, დადასტურებულია ან სასამართლო გადაწყვეტილებებით, ან ცოცხალი მოწმის ჩვენებით, ან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან სამივე კომპონენტით ერთდროულად. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებზე ოპონენტებმა სამი დღის განმავლობაში რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის, ისინი ითხოვდნენ ფიზიკური პირების [მმართველი ძალის დეპუტატებისა და მაღალი თანამდებობის პირების] დაკითხვას. რატომ არ მოითხოვეს იმ ადამიანების გამოკითხვა, ვინც გადაურჩა ნაცმოძრაობის რეჟიმს და ვინც გამოიკითხა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე და ვისზეც ახლა ამბობენ, რომ ფარსში მიიღეს მონაწილეობა? ეს თუ ფარსი იყო, რატომ არ დაიბარეს 120 მოწმე, რომელთაც პირდაპირ ეთერში იმ უბედურებების გამეორება მოუწიათ, რაც მათ გამოიარეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს? მოიწვიონ და კითხონ პირდაპირ – სად არის თქვენი მტკიცებულება, სად მოკლეს თქვენი ოჯახის წევრი, რა ქონება წაგართვეს და რით ამტკიცებთ ამას? მაგრამ ვერ მოიწვევენ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ძნელია მათ დაუპირისპირო ტყუილი, რადგან კარგად თავადაც იციან, რომ ჩაიდინეს ეს დანაშაულები.
ტრაფარეტებით რომ გამოდიან, არ ვართ ასაკრძალიო, მოიწვიონ ეს ხალხი და გამოკითხონ ან საპირისპირო არგუმენტები წარმოადგინონ. თუმცა, საპირისპირო არგუმენტები კი არა, სააკაშვილმა საგამოძიებო კომისიის სასარგებლოდ მისცა ჩვენება და პირდაპირ აღიარა – შავაძე მოვკალით, მოსაკლავი იყო, აბა რა იყოო. საქმე გვაქვს ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამბობენ, რომ მათით იწყება და მთავრდება ქვეყანა. დღევანდელ ვითარებაში ასეთი განწყობა რომ გექნება, ეს ნიშნავს, რომ არათუ პოლიტიკოსი არ ხარ, არამედ იმის განცდის უნარიც არ გაქვს, გაიგო, რა ხდება საზოგადოებაში, მათ შორის, შენს ამომრჩეველში. წარმოგიდგენიათ – რასაც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, იმის ერთი პროცენტიც რომ სიმართლე იყოს, რამდენი ადამიანი იქნება ქუჩებში გამოსული? ყველამ, მათ შორის, ნაცმოძრაობის მხარდამჭერმა, კარგად იციან, რომ მათი მეზობელი, ნათესავი თუ მეგობარი აუცილებლად იქნებოდა ან დაჭერილი, ან პრობაციონერი და ან დაზარალებული. მათ ჰყოფნით თავხედობა და დავალებაც აქვთ, რომ გამოვიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოზე და ილაპარაკონ ის აბსურდი, რასაც ვისმენთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ქვეყანაში არ არსებობდნენ ისეთი ტიპის პარტიები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივად ლაპარაკობენ და მოქმედებენ კიდეც. ამ შემთხვევაში ფორმალურად ქვია პროცესს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, თორემ რეალურად ეს არის ქვეყნის გადარჩენა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
- გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
- გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
- გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“
