ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:23
ლადო სადღობელაშვილი წითლიძეს

განცხადება · 153 ნახვა

„კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იური ვაზაგაშვილს რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება“

კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურას რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “იური ვაზაგაშვილი 2015 წელს აფეთქდა”.

სადღობელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დამთავრდეს.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და პოლიტიკური ძალადობის პასუხისმგებელი პირების საკითხს სამართლებრივი წერტილი დაესვას.

„აი ამ სულით და სხეულით მაკაკას დღეს უთქვამს რომ იურა ვაზაგაშვილი აფეთქდაო!

კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურას რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება და ა.შ!

იურა ვაზაგაშვილის მკვლელი გია სოსანაშვილი მეტსახელად “ბოღმა” ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ირაკლი ფირცხალავას დაჯგუფების წევრი, ნაცების ზონდერი რომელიც ბინძურ საქმეებზე დადიოდა! უდესიანის ნათესავი – აქციების დამბრბევი!

ამ კაცის სახელი ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში გავაჟღერეთ იურას აფეთქებამდე 3 თვით ადრე და მისი განზრახვის მხილება ვცადეთ, “თავისუფალ თაობა”-ს ჰქონდა ინფორმაციები და ბრიფინგიც კი მივუძღვენით ამ და სხვა მკვლელ, მოძალადე რადიკალ ნაციონალებს, მათ შორის წითლიძეს სულიერ ძმებს და ამ კრიმინალური ხროვის გაუქმებას ჯერ კიდევ მაშინ ვითხოვდით!

მივმართავ ანა წითლიძეს : თქვენ უნდა დამთავრდეთ! თქვენი ხსენება ისეთივე სირცხვილი უნდა იყოს როგორი სირცხვილითაც ევროპაში მოიხსენიებენ ფაშისტებსა და კომუნისტებს! თქვენ უნდა დასრულდეთ იურას და ზურას გამო, სანდროს და ბუტას გამო! თქვენ უნდა დასრულდეთ იმ 9 წლის გამო რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ბნელი, ბინძური და შეურაცხმყოფელია!

დროა, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით, სამართლებრივი რეაგირება მოხდეს და ეს ჯალათები კოლექტიური, უღმერთო ნაცები და ბოკერიები ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ წარსულს!“ – წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.