ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ30 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ09:02
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 128 ნახვა

„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“

რამდენად პერსპექტიულია 5 პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შემდეგ საქმე განსახილველად სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს, ამ თემაზე ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

თემა აქტუალური მას შემდეგაც გახდა, რაც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უწოდა და აღნიშნა, რომ შემზღუდავი კანონმდებლობა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ოპოზიციაზე ზეწოლა პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის.

გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სარჩელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უდევს საფუძვლად და თუ საქმე სტრასბურგს გადაეცემა, ეს მათივე გადაწყვეტილებების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„სტრასბურგში საქმის წაღებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი ფილიალების გასაუქმებლად სარჩელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გვაქვს მტკიცებულებებად მოყვანილი. ნუთუ ევროპელი ლიდერები არ კითხულობენ სარჩელს? როგორც ჩანს არა და პირდაპირ, ზეპირ განცხადებებს აკეთებენ, რასაც მე ფასიან და დაინტერესებულ განცხადებებს ვუწოდებ. სარჩელში სტრასბურგის გადაწყვეტილებები გვაქვს მითითებული, სადაც სასამართლო აღშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების ესა თუ ის შტო იყო დაკავშირებული ამა თუ იმ ადამიანის მკვლელობასთან. სტრასბურგში თუ უნდა წავიდეს ეს საქმე, მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო. აქედანვე ჩანს, რომ ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არ კითხულობენ სარჩელს და შინაარსში არ შედიან – რა ევროპული ტიპის პარტიების აკრძალვაზეა საუბარი, როდესაც საქმეში პირდაპირ დევს დანაშაულების ჩადენის ფაქტები. გარდა ამისა, არსებობს იმის მტკიცებულებებიც, თუ როგორ მტრობდნენ საკუთარ ქვეყანას ვითომ ოპოზიციაში ყოფნის დროს და როგორ მოქმედებდნენ სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

იმაზე საუბრისას, თუ რამდენად უარყოფითად იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო კურსზე, როგორც ეს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ეს რადიკალების მენტალური პრობლემაა.

„ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების მენტალური პრობლემაა ის, რომ ჰგონიათ – საქართველო დასრულება, თუ მათი პატრონები ქვეყანასთან პარტნიორობაზე უარს იტყვიან. მათი აზრით, საქართველოს ფესვები აქ კი არა, უცხოეთშია. ევროინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის პარტიები არ უნდა აკრძალონ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“
  4. გურამ მაჭარაშვილი„როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები“