განცხადება · 117 ნახვა
„ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება… ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?“
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დუმილის გამო აკრიტიკებს.
ჩიხელიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობას პოლიცია პიკეტირებს და მის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან სათანადო რეაგირება არ ისმის.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისი შეფასებით, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის სტანდარტები ყველა ქვეყანაში ერთნაირად უნდა მოქმედებდეს და ორმაგი სტანდარტი მიუღებელია.
„ ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება… ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?
პოლონეთის პრეზიდენტმა სენეგალში ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნებული საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არ შეუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაცვის წევრებიც განაიარაღეს.
საინტერესოა, სად არის ამ დროს ევროპელი ბიუროკრატების განცხადებები, შეშფოთება და მოწოდებები დემოკრატიული პრინციპების დაცვის შესახებ?
როდესაც საქმე საქართველოს ეხება, დემოკრატიის სტანდარტები განსაკუთრებული სიმკაცრით იზომება. მაგრამ როდესაც მსგავსი მოვლენები ევროპის პოლიტიკურ სივრცეში ვითარდება, რატომ არ ისმის იმავე ტონით საუბარი სამართლის უზენაესობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა
და დემოკრატიულ ღირებულებებზე?
ბატონო ჰერჩინსკი, იქნებ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც გაგვიზიაროთ თქვენი ევროპული პოზიცია.
პოლონეთში განვითარებული მოვლენები მხოლოდ საკონსტიტუციო ტრიბუნალის შიდა საკითხი არ არის. ეს არის ღია დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის, რომლის ფარგლებშიც, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსტიტუტის ხელში ჩაგდების საკითხიც დგას. ამ ყველაფერზე კი, სამწუხაროდ, დუმილს ამჯობინებენ.
მათ შორის დუმს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ხშირად აკეთებს კომენტარებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ არ ეხება მის დიპლომატიურ მანდატს, თუმცა მაშინ, როდესაც საუბარი ევროპულ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობას ეხება, მისი ხმა აღარ ისმის.
დემოკრატიული პრინციპები პირადი შეხედულებების მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს. კანონის უზენაესობა, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა
და დემოკრატიული სტანდარტები მთავარი ღირებულებებია, ისინი ყველგან ერთნაირად უნდა ფასდებოდეს!“ – წერს ჩიხელიძე.
დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ჩიხელიძე„ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!““
- დავით ჩიხელიძე„დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს“
- დავით ჩიხელიძე„განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება“
- დავით ჩიხელიძე„ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ – არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ“
