ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ კოტე კემულარია„პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“ დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 3 ნოემბერი
  • USD2.5973−0.0019
  • EUR2.9108−0.0008
  • GBP3.4814−0.0088
  • TRY0.0520
  • 100 RUB3.2075−0.0232
  • AZN1.5281−0.0011
  • 1000 AMD7.2021−0.0079
  • 10 UAH0.5693−0.0037
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ01:56
კოტე კემულარია

განცხადება · 132 ნახვა

„პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“

პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა, - ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა, კოტე კემულარიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ძალიან მაღალი პროცენტი იყო ჩარევებისა. თითქმის არ ყოფილა გარდა ერთეული შემთხვევებისა გამამართლებელი განაჩენები, რაც არაჯანსაღი და არაბუნებრივი პროცესია. პროკურატურა ზომაზე მეტად, აბსოლუტურად ყოვლისმომცველი მასშტაბით ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, ამას დღესაც ვუყურებთ სამწუხაროდ. სამწუხაროდ, ცოტა ხანს მომიწია სასამართლო სისტემაში მუშაობა, განსახორციელებელი იყო სერიოზული სასამართლო რეფორმა, ამაზე სულ ვსაუბრობდით, ვიბრძოდით, რომელიც არც მაშინ მივიდა ბოლომდე...
სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა. პროკურორი ამ დროს არის ადეიშვილი და ყველამ იცის ადეიშვილის განუსაზღვრელი უფლებები.

არსებობს ჩანაწერები, სადაც ვამბობ, ვეუბნები მოსამართლეებს საჯაროდ კონფერენციაზე, რომ არ დაემორჩილონ ადეიშვილს. მოსამართლე აბსოლუტურად დამოუკიდებელია, კონსტიტუციაში ასე უწერია.
მე არც მაშინ და არც ახლა ვიზიარებ იმას, რომ პროკურატურის მიერ გამოძიებული და პროკურატურის მიერ დაწერილი საბრალდებო დასკვნა ყოფილიყო ფეტიში ან უკრიტიკოდ მისაღები", - განაცხადა კოტე კემულარიამ.