ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:53
დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს

განცხადება · 126 ნახვა

„ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში - საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის ნგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში, კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, მსგავსი ფაქტი გასაკვირი არ უნდა იყოს.

მისი შეფასებით, ევროპულ კონტინენტზე არსებული ვითარება პროტესტის მუხტს აძლიერებს და ევროსაბჭოთა სივრცეში გარდაუვალ ტრანსფორმაციას მოასწავებს.

„ვინც უკრაინის უახლეს ისტორიას კარგად იცნობს, მათ არ უნდა გაუკვირდეთ კიევთან აღმოჩენილი საკონცენტრაციო ბანაკი, მით უფრო, რომ ნეონაციზმის საუკეთესო მიმდევრები სწორედ უკრაინელები აღმოჩნდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს - კოლაბორაციონისტი პოლიციელების შვილთაშვილები და შთამომავლები. მე ნამყოფი ვარ ბელორუსში, ხატინის მემორიალზე, რომელიც ფაშისტების მიერ სოფლის გადაწვისა და მისი მცხოვრებლების, მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების, ცოცხლად დაწვის ტრაგედიას ასახავს. ეს სისასტიკე ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ჩაიდინა, რომელიც ისტორიაში უკრაინული ბატალიონის სახელით არის შესული. ვიცით 1943 წლის ვოლინის ტრაგედია, პოლონელების გენოციდის შესახებ - როდესაც ვოლინის ოლქში მცხოვრები ათასობით პოლონელი ეთნიკური ნიშნით გაანადგურეს. ეს ერი [უკრაინელები], სამწუხაროდ, მიდრეკილია ნეონაცისტური წარსულისკენ და დღესაც ხდება იმ ნეონაცისტების გაღმერთება, ნეშტების ზარზეიმით გადმოსვენება და ა.შ.

კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკზე ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბუდანოვმა თქვა, რომ, მისი აზრით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მსგავსი სახლები ბევრი ეგულება უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება და დასტური იმისა, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ფაშიზმის დამარცხებაში მონაწილეობა მიიღო. ეს არის ისეთი კოგნიტური დისონანსი და ისეთი ოქსიმორონი ევროპულ კონტინენტზე, რომელიც, გინდა თუ არა, პროტესტის მუხტს უფრო ამძაფრებს. ამიტომ მე ვერ ვხედავ მარტივ გამოსავალს, რომ ხვალ ყველა დაწყნარდება, ურსულა ისევ ურსულა იქნება, ბრიუსელი ისევ ბრიუსელი იქნება. მე ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში, რადგან ბუმერანგის პრინციპი მუშაობს - საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის დანგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი,”-განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს„ფასიანია უკვე ეს გაზიარება – დღეს უკვე ძვირი დაგიჯდებათ“