ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 6 ნოემბერი
  • USD2.5955−0.0003
  • EUR2.9145−0.0053
  • GBP3.4935−0.0056
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1827+0.0100
  • AZN1.5270−0.0002
  • 1000 AMD7.2001−0.0029
  • 10 UAH0.5707+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ5 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ22:40
ირაკლი ზარქუა

განცხადება · 129 ნახვა

„ბატონო ჰერჩინსკი, ვინ გაიძულებთ, რომ ასე „ლუზერად“ გამოიყურებოდეთ? იმის ნაცვლად, რომ ეს უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფო, ჩვენი კულტურით, ისტორიით, წარსულით, ევროკავშირთან დაგეახლოებინათ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ჩვენს შორის უფსკრული ყოფილიყო“

ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ჰერჩინსკის მიმართვა ბატონ პრემიერ-მინისტრის მიმართ, რა თემაზე გვქონდეს დისკუსია. არა, ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ სხვა თემებზე გვინდა თქვენთან და თქვენს წარმომადგენლებთან დისკუსია - ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხდება ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონს“ თქვენ დაარქვით რუსული კანონი, ხოლო, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სხვა სახელმწიფოებში გამჭვირვალობის კანონი მიიღეთ უფრო მკაცრი და იქ ცდილობთ, რომ ამით თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება დააწესოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მან ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის სხვა კითხვებიც დაუსვა, კერძოდ, ზარქუა შეეხო ევროპული სტრუქტურების მხრიდან, საფრანგეთსა და საქართველოში პოლიციელების მიმართ გამოვლენილი ძალადობის განსხვავებულ შეფასებებს. ის ასევე დაინტერესდა, როგორ ხდება ისე, რომ საქართველოს ევროკომისიის ყველა კვლევასა და ნდობის რეიტინგში წამყვანი პოზიციები აქვს მინიჭებული, თუმცა, „ჰერჩინსკი და მისი სამეგობრო“ ქვეყანას მაინც „აშავებენ“.

„ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს დისკუსია თემაზე როგორ ხდება ასე და როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვა, ეს არის თურმე რადიკალების მხრიდან აზრის და თავისუფლების გამოხატულება და დემოკრატია, ხოლო, საფრანგეთში ანალოგიური ქმედებისთვის თქვენ იმ ახალგაზრდებს, რადიკალებად მოიხსენიებთ და უფრო მეტიც - მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებთ, რომელსაც არის 10 და 15 წელი ციხე. ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს დისკუსია თემაზე, თუ როგორ ხდება ასე და როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმაზე, შემტვრევაზე, შტურმით აღებაზე ხმას არ იღებთ, ჩირგვებში ხართ შემძვრალი, ხოლო ევროპაში რასაც ვხედავთ, ის გამოსვლები რაც არის, თქვენ რადიკალებს უწოდებთ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც მე პირადად მგონია, რომ სამართლიანი მოთხოვნა აქვთ - თქვენ მათ ტერორისტებად მოიხსენიებთ.

ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვინდა დისკუსია თქვენთან და თქვენს უკან მდგომ იმ გუნდთან, ვინც ჩემს ქვეყანას „აშავებს“ - თუ როგორ ხდება ასე, რომ ევროკომისია, რომელიც თქვენივე სტრუქტურაა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც თქვენივე დაფინანსებით არის - წერენ საქართველოზე, რომ დიახ, მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვთ, დიახ, სტაბილური ეკონომიკა აქვთ, დიახ, მიმზიდველია საერთაშორისო ბიზნესისთვის, დიახ, საქართველო მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში პირველ ადგილას ვართ, დიახ, მართლმსაჯულების მიხედვით, ნდობის მიხედვით, საუკეთესო სამეულში ვართ - როგორ ხდება ასე, რომ თქვენ და თქვენი სამეგობრო კიდევ ჩვენს ქვეყანას „აშავებთ“?“ - განაცხადა ზარქუამ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებდა რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა იმ ფონზე, რომ კავშირის წევრმა ქვეყნებმა, მაგალითად, ლატვიამ, საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებლით გადაასწრო.

ზარქუამ პარალელი გაავლო აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან და აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკი მის მსგავსად დაასრულებს დიპლომატიურ კარიერას, ვინაიდან, იმის ნაცვლად, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებაზე ეზრუნა, ყველაფერი გააკეთა, რომ მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაზრდილიყო.

„ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს როდესაც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ საქართველოში და ცოცხლად წვავდნენ ჩვენს პოლიციელებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, შემდეგ აქცია რომ გაიმართა ევროპული ფონდების დაფინანსებით, რომანტიზირებას რომ აკეთებდით და ახდენდით მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე, მანდ სად იყავით, რატომ არ დაგმეთ, რატომ არ გამოხვედით? ჩვენ ამ თემებზე გვინდა დისკუსია.

ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს როგორ ხდება ისე, რომ ჩვენ, საქართველოს, მოგვიწოდებდით, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ამ დროს თქვენივე [წევრმა] სახელმწიფომ, ლატვიამ, რომელზეც ღვინოს არ აწარმოებს, ჩვენ გადაგვასწრო რუსეთთან ვაჭრობაში. როგორ ხდება ის, რომ კაია კალასი, რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებს და სანქციებისკენ მოგვიწოდებს მისი მეუღლე დღემდე ვაჭრობს და ფულს აკეთებს, მილიონებს აკეთებს რუსეთთან. ბატონო ჰერჩინსკი, ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია. და ბოლოს: ჩვენ მკაცრი დისკუსია გვმართებს და თქვენს ინტერესებშია, რომ გავიგოთ, ვინ გაიძულებთ თქვენ, რომ ასე „ლუზერად“ გამოიყურებოდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ. როგორც ამერიკის ყოფილმა ელჩმა დეგნანმა [გააფუჭა] და წავიდა წავიდა პენსიაზე, ზუსტად ასე გელით. თქვენ სამარცხვინოდ ამოწურავთ თქვენს მისიას საქართველოში. იმის ნაცვლად, რომ ეს უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფო, უმაგრესი კულტურის, უმაგრესი ხალხით, ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების, ჩვენი კულტურით, ისტორიით, წარსულით - თქვენ კიდევ უფრო მეტად ევროკავშირთან დაგეახლოებინათ, პირიქით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი უფსკრული ყოფილიყო. ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია და მოველით, რომ თქვენ და თქვენი სამეგობრო ამ თემებზე დისკუსიას დათანხმდებით,“ - განაცხადა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი ზარქუა„დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებში, არასწორი, უსამართლო და ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის შედეგია. მოგვიწოდებდნენ, რომ ფრონტის ხაზები გაგვეხსნა რუსეთთან, სანქციები დაგვეწესებინა, კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერეთ“
  2. ირაკლი ზარქუა„რევოლუციისთვის, პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის, მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ- ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მათი მიდგომა“
  3. ირაკლი ზარქუა„ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს“
  4. ირაკლი ზარქუა„ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს“