განცხადება · 106 ნახვა
„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს ეროვნული ინტერესების დამოუკიდებლად დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
“ВВС-ის თუ დაეჯერება (მიყვარს ეს ფრაზა), ევროპაში კვლავ დიდი ენერგეტიკული კატასტროფის სუნი ტრიალებს. გაზის ფასმა მეგავატ/საათზე 100 ევროს გადააჭარბა, ანუ - გასულ წელთან შედარებით სამჯერ გაძვირდა, საცავები კი მხოლოდ 75%-ით არის შევსებული. წინ რთული ზამთარი და ახალი, მრავალმილიარდიანი გადასახადებია. მიზეზები, თითქოს ცნობილია: აშშ-ს ომი ირანთან, რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტის შედეგები და ძვირადღირებულ თხევად გაზზე დამოკიდებულება. მაგრამ, ნურას უკაცრავად - დასკვნების გამოტანას ნუ ვიჩქარებთ. ნუთუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელის საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია? არა, ბატონებო, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ყველაფერში საქართველოა დამნაშავე! სწორედ საქართველომ არ დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმ მასშტაბით, რასაც ევროპელი პოლიტიკური მენტორები მოითხოვდნენ და რაც ევროპულ ეკონომიკას გადაარჩენდა, ხოლო რუსულს - დააქცევდა.
ვინ მისცა თბილისს უფლება, დამოუკიდებლად შეეფასებინა საკუთარი ენერგეტიკული რისკები? ვინ მისცა პატარა ქვეყანას უფლება, საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები სხვის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა დაეყენებინა? ვინ დაუშვა, რომ საქართველომ საკუთარი ეკონომიკა სანქციების პოლიტიკის მძევლად არ აქცია? ვინ მისცა მას გადარჩენის უფლება, ევროპული "ტიტანიკის" ჩაძირვის ფონზე? აი, საიდან იღებს სათავეს ევროპული ენერგეტიკული ტრაგედია! განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ საქართველო ევროპასთან ერთად არ გაიყინა, საკუთარ ეკონომიკას კოლექტიური ენერგეტიკული სასჯელი არ დააკისრა და მოქალაქეებს პოლიტიკური პრინციპულობისთვის გაზრდილი კომუნალური გადასახადების გადახდა არ აიძულა. სრულიად მიუღებელი საქციელია იმ ქვეყნისგან, რომელსაც წლების განმავლობაში ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვროს, ვისთან იმეგობროს, ვისთან ივაჭროს და ვისი ჯიბიდან უნდა დააფინანსოს სოლიდარობის დემონსტრირება. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ცდილობს ბრიუსელი ასე დაჟინებით თბილისის აღზრდას: არ შეიძლება, დამოუკიდებლად ეროვნული ინტერესების გათვალისწინების მაგალითი სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდეს! ხუმრობა იქით იყოს და, ამ ისტორიას ევროპელი მენტორებისთვის ერთი არასასიამოვნო თავისებურება აქვს: გათბობის გადასახადს პოლიტიკური ლოზუნგების სისწორის მიხედვით კი არ წერენ, არამედ რეალურად მოხმარებული გაზის კუბური მეტრების მიხედვით.
ზამთრის დადგომისას მოქალაქეს სულაც არ აინტერესებს, რამდენად ლამაზად ხსნის მთავრობა მორიგ კრიზისს. მას სახლში სითბო და გადასახადის დასაფარად ფული სჭირდება. ამიტომაც ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს. გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება!-“აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“
- დავით ქართველიშვილი„შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არცერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული“
- დავით ქართველიშვილი„მზია "დამაღლობელის" რაღაც სააგენტო, სინამდვილეში უცხო ძალების პროპაგანდის ინსტრუმენტი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ვიღაც გოგოს რაღაც ფრაზის გამო ასამართლებენ - ეს არის ტყუილი, სოფო ბათილაშვილს ასამართლებენ ბევრი ქართველის დედის გინების გამო“
- დავით ქართველიშვილი„სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის დაწესება რეპრესიების გზით, კიევის რეჟიმის ფაშისტური გამოვლინებების კიდევ ერთ აგრესიულ ბუნებას აშიშვლებს“
